1. კონტროლირებადი აეროდრომის სამეთვალყურეო პუნქტი აღჭურვილი უნდა იყოს სასიგნალო შუქ-პროჟექტორით.

2. აუცილებელია, სასიგნალო შუქ-პროჟექტორი გამოსცემდეს წითელ, მწვანე და თეთრ შუქ-სიგნალებს და:

ა) შესაძლებელი იყოს მისი ხელით მიმართვა ნებისმიერ საჭირო ობიექტზე;

ბ) შესაძლებელი იყოს ნებისმიერი ზემოხსენებული ფერის ჩართვა, რომელსაც მოჰყვება დარჩენილი ორი ფერიდან ერთ-ერთი;

გ) შესაძლებელი იყოს მორზეს ანბანის მეშვეობით შეტყობინების გადაცემა, ზემოაღნიშნული ფერებიდან ერთ-ერთის გამოყენებით და წუთში, სულ მცირე, 4 სიტყვის გადაცემის სიჩქარით.

3. სასიგნალო პროჟექტორის სხივის გაბნევის კუთხე უნდა იყოს არანაკლებ 10 და არაუმეტეს 30, სინათლის უმნიშვნელო ინტენსივობისას 30-იანი გაშლის კუთხის გარეთ. თუ სასიგნალო პროჟექტორი გამოიყენება დღის პერიოდში, ფერადი ნათურის სინათლის სიძლიერე უნდა იყოს არანაკლებ 6000 კანდელი (კდ