1. ადზ-ს აღმნიშვნელი მარკირების დატანა უნდა მოხდეს ადზ-ს ზღურბლთან, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-6 ნახაზის მოთხოვნებს.
2. ადზ-ს აღმნიშვნელი მარკირება უნდა შედგებოდეს ორნიშნა ციფრისგან, ხოლო პარალელურ ადზ-ებზე ციფრებს ემატება ლათინური ასო. ერთი ადზ-ს, ორი პარალელური ადზ-ს ან სამი პარალელური ადზ-ს შემთხვევაში, ეს ორნიშნა ციფრი არის მთელი რიცხვი, რომელიც წარმოადგენს დასაფრენად შესვლის კურსით ადზ-ს ღერძის მაგნიტური აზიმუტის ერთ მეათედის უახლოეს მნიშვნელობას. ოთხი ან მეტი პარალელური ადზ-ს შემთხვევაში, მოსაზღვრე ადზ-ების ერთი ჯგუფი ინომრება მაგნიტური აზიმუტის მეათედამდე მიახლოებული მნიშვნელობით, ხოლო მოსაზღვრე ადზ-ების მეორე ჯგუფი ინომრება მაგნიტური აზიმუტის მომდევნო მნიშვნელობის მეათედამდე მიახლოებული მნიშვნელობით. თუ, ზემოაღნიშნული წესის მიხედვით მიიღება ერთნიშნა ციფრი, მაშინ ამ ციფრის წინ იწერება ნული.
3. პარალელური ადზ-ების შემთხვევაში, ადზ-ს აღმნიშვნელ ყოველ რიცხვს ემატება ქვემოთ მოყვანილი ლათინური ასოებიდან ერთ-ერთი, რომელიც უნდა განლაგდეს მითითებული თანამიმდევრობით – მარცხნიდან მარჯვნივ, დასაფრენად შესვლის კურსიდან:
ა) ორი პარალელური ადზ-ს შემთხვევაში: L, R;
ბ) სამი პარალელური ადზ-ს შემთხვევაში: L, C, R;
გ) ოთხი პარალელური ადზ-ს შემთხვევაში: L, R, L, R;
დ) ხუთი პარალელური ადზ-ს შემთხვევაში: L, C, R, L, R ან L, R, L, C, R; და
ე) ექვსი პარალელური ადზ-ს შემთხვევაში: L, C, R, L, C, R.
4. ადზ-ს ციფრულ და ასოით აღნიშვნას უნდა გააჩნდეს ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-7 ნახაზით განსაზღვრული ფორმა და პროპორცია. ზომები არ უნდა იყოს ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-7 ნახაზზე მითითებულ მნიშვნელობაზე ნაკლები, მაგრამ თუ ეს ციფრები გაერთიანებულია ადზ-ს ზღურბლის მომნიშვნელთან, მისი ზომები იზრდება ზღურბლის მომნიშვნელ ზოლებს შორის შუალედების შესავსება