1. ხელოვნურ საფარიან, დაფრენაზე ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილ ადზ-ზე, კოდური ნომრით 2, 3 ან 4, დატანილ უნდა იქნეს დაფრენის არის მარკირება.

2. ხელოვნურ საფარიან, დაფრენაზე არაზუსტი შესვლისათვის აღჭურვილ და აღუჭურველ ადზ-ზე, კოდური ნომრით 3 ან 4, დატანილი უნდა იქნეს დაფრენის არის მარკირება.

3. დაფრენის არის მარკირება შედგება წყვილი მართკუთხა ნიშნებით, რომელიც სიმეტრიულად არის განთავსებული ადზ-ს ღერძულა ხაზის მიმართ. ამ წყვილი ნიშნების რაოდენობა დამოკიდებულია დასაფრენად არსებულ მანძილზე და სადაც მარკირება ხორციელდება ადზ-ზე დასაფრენად შესვლის ორივე მიმართულებიდან, მანძილი მის ზღურბლებს შორის უნდა იყოს:

ა) დასაფრენად არსებული მანძილი ან მანძილი ადზ-ს ზღურბლებს შორის 900 მ-ზე ნაკლებია, წყვილი ნიშნების რაოდენობაა – 1;

ბ) დასაფრენად არსებული მანძილი ან მანძილი ადზ-ს ზღურბლებს შორის 900 მ-დან 1200 მ-მდე, მაგრამ არა 1200 მ, წყვილი ნიშნების რაოდენობაა – 2;

გ) დასაფრენად არსებული მანძილი ან მანძილი ადზ-ს ზღურბლებს შორის 1200 მ-დან 1500 მ-მდე, მაგრამ არა 1500 მ, წყვილი ნიშნების რაოდენობაა – 3;

დ) დასაფრენად არსებული მანძილი ან მანძილი ადზ-ს ზღურბლებს შორის 1500 მ-დან 2400 მ-მდე, მაგრამ არა 2400 მ, წყვილი ნიშნების რაოდენობაა – 4;

ე) დასაფრენად არსებული მანძილი ან მანძილი ადზ-ს ზღურბლებს 2400 მ და მეტი, წყვილი ნიშნების რაოდენობაა – 6.

4. დაფრენის არის მარკირება უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-9 ნახაზზე მოცემული ორი სქემიდან ერთ-ერთს. ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-9 ნახაზის (ა) ვარიანტში მოცემულ სქემაზე, მომნიშვნელის სიგრძე არანაკლებ 22.5 მ-ია და სიგანე 3 მ, ხოლო ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-9 ნახაზის (ბ) ვარიანტში მოცემულ სქემაზე, ნებისმიერი ამ მომნიშვნელის თითოეული ზოლის სიგრძე 22.5 მ-ია და სიგანე 1.8 მ, ხოლო უახლოეს ზოლებს შორის ინტერვალი – 1.5 მ. მართკუთხედის შიდა მხარეეებს შორის განივი ინტერვალი ტოლია დასაფრენად მონიშნული წერტილის მარკირების ანალოგიური ინტერვალისმე-2 დანართის მე-9 ნახაზზეა, თუ იგი არსებობს. თუ გათვალისწინებული არ არის დასაფრენად მონიშნული წერტილის მარკირება, მაშინ მართკუთხედის შიდა მხარეებს შორის განივი ინტერვალი უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-5 ცხრილის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 სვეტებში მოცემულ მნიშვნელობას, რომელიც განსაზღვრულია დასაფრენად მონიშნული წერტილის მარკირებისთვის. გრძივი ინტერვალი წყვილ მომნიშვნელებს შორის შეადგენს 150 მ-ს, რომელიც იწყება ადზ-ს ზღურბლიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაფრენის არის წყვილი მომნიშვნელი ემთხვევა დასაფრენად მონიშნული წერტილის მარკირებას ან განთავსებულია აღნიშნული მარკირებიდან 50 მ-ის საზღვრებში, მაშინ ის ამოღებული უნდა იყოს სქემიდან.

5. დასაფრენად არაზუსტი შესვლისათვის აღჭურვილ ადზ-ზე, კოდური ნომრით 2, უნდა განხორციელდეს დაფრენის არის მარკირების დამატებითი წყვილი ზოლის დატანა, დასაფრენად მონიშნული წერტილის მარკირების დასაწყისიდან 150 მ მანძილზ