1. ხელოვნურსაფარიან ადზ-ზე უნდა განხორციელდეს ღერძულა ხაზის მარკირება.
2. ადზ-ს ღერზულა ხაზის მარკირება უნდა განხორციელდეს ადზ-ს ღერძის გასწვრივ, ადზ-ს მომნიშვნელებს შორის, როგორც ეს მოცემულია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-6 ნახაზზე, გარდა 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტით მოცემული შემთხვევისა, როდესაც ის წყდება.
3. ადზ-ს ღერძულა ხაზის მარკირება წარმოადგენს ხაზს, რომელიც შედგება ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილით დაშორებული თანაბარი სიგრძის ზოლებისაგან. ღერძულა ზოლის სიგრძე ინტერვალების ჩათვლით უნდა იყოს არანაკლებ 50 მ და არაუმეტეს 75 მ. თითოეული ზოლის სიგრძე უნდა იყოს, სულ მცირე, ზოლებს შორის ინტერვალის ტოლი ან 30 მ, იმისდა მიხედვით, თუ რომელიც მეტი.
4. ადზ-ს ღერძულა ხაზის სიგანე უნდა იყოს არანაკლებ:
ა) 0.90 მ, II და III კატეგორიით დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილ ადზ-ზე;
ბ) 0.45 მ, დასაფრენად არაზუსტი შესვლისათვის აღჭურვილ ადზ-ზე, კოდური ნომრით 3 ან 4 და I კატეგორიით დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილ ადზ-ზე;
გ) 0.30 მ – დასაფრენად არაზუსტი შესვლისათვის აღჭურვილ ადზ-ზე, კოდური ნომრით 1 ან 2 და აღუჭურველ ადზ-ზ