1. ხელოვნურ საფარიან აღჭურვილ ადზ-ზე, ასევე აღუჭურველ ადზ-ზე, რომლის კოდური აღნიშვნა არის 3 ან 4, ზღურბლთან დაიტანება ზღურბლის აღმნიშვნელი მარკირება.
2. ხელოვნური საფარის არმქონე ადზ-ს ზღურბლთან, შეძლებისდაგვარად, უნდა განხორციელდეს მისი მარკირება.
3. ადზ-ს ზღურბლის მარკირების ზოლები უნდა დაიწყოს ზღურბლიდან 6 მ-ში.
4. ადზ-ს ზღურბლის მარკირება შედგება თანაბარი ზომის გრძივი ზოლებისაგან, რომელიც სიმეტრიულად მდებარეობს ადზ-ს ღერძულა ხაზის მიმართ, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-6 ნახაზის (ა) და (ბ) ვარიანტებზე, 45 მ სიგანის მქონე ადზ-ს მაგალითზე. ზოლების რაოდენობა ადზ-ს სიგანეს შეესაბამება შემდეგნაირად:
ა) ადზ-ს სიგანე 18 მ, ზოლების რაოდენობა 4;
ბ) ადზ-ს სიგანე 23 მ, ზოლების რაოდენობა 6;
გ) ადზ-ს სიგანე 30 მ, ზოლების რაოდენობა 8;
დ) ადზ-ს სიგანე 45 მ, ზოლების რაოდენობა 12;
ე) ადზ-ს სიგანე 60 მ, ზოლების რაოდენობა 16;
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, გამონაკლისს წარმოადგენს, როდესაც დასაფრენად არაზუსტი შესვლისათვის აღჭურვილ და აღუჭურველ ადზ-ზე, რომლის სიგანე 45 მ ან მეტია, აღნიშნული ზოლები შეიძლება განლაგდეს ისე, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-6 ნახაზის (გ) ვარიანტზე.
6. ადზ-ს ზღურბლის განივი მიმართულების ზოლები განლაგდება ისე, რომ ადზ-ს გვერდიდან 3 მ-ზე მეტით არ იყოს დაშორებული, ან განლაგდეს ღერძულა ხაზის ორივე მხრიდან 27მ მანძილზე, იმის მიხედვით, თუ რომელი განივი მანძილი აღმოჩნდება ნაკლები. იმ შემთხვევაში, როდესაც ადზ-ს აღმნიშვნელი მარკირება დაიტანება ადზ-ს ზღურბლის მარკირების საზღვრებში, ღერძულა ხაზის თითოეული მხრიდან დაიტანება სულ მცირე სამი ზოლი მაინც. იმ შემთხვევაში, როდესაც ადზ-ს აღმნიშვნელი მარკირება განთავსებულია ზღურბლის აღმნიშვნელ მარკირების ზემოთ, ზოლები დაიტანება ადზ-ს მთელ სიგანეზე. ზოლებს აქვთ დაახლოებით 30მ სიგრძე და 1.8მ სიგანე ზოლებს შორის ინტერვალებით, იმის გამოკლებით, რომ როდესაც ზოლები დაიტანება ადზ-ს მთელს სიგანეზე, დაცულია ორმაგი ინტერვალი ღერძულა ხაზის ორ უახლოეს ზოლს შორის, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ადზ-ს აღმნიშვნელი მარკირება განთავსებულია ზღურბლის აღმნიშვნელი მარკირების საზღვრებში, ეს ინტერვალი უდრის 22.5 მ-ს.
7. თუ ადზ-ს ზღურბლი წანაცვლებულია ან ადზ-ს კიდე არ არის ადზ-ს ღერძულა ხაზის მართობული, ზღურბლის მარკირებას უნდა დაემატოს განივი ზოლი, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-8 ნახაზის (ბ) ვარიანტზე.
8. განივი ზოლის სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 1.8 მ.
9. მუდმივად წანაცვლებული ადზ-ს ზღურბლის წინ არსებულ ნაწილზე უნდა დაიტანოს მიმართულების ისრები, ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-8 ნახაზის (ბ) ვარიანტის შესაბამისად.
10. ადზ-ს ზღურბლი დროებით წანაცვლების შემთხვევაში, მისი მარკირება ხორციელდება ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-8 ნახაზის (ა) ან (ბ) ვარიანტების შესაბამისად და ზღურბლის წანაცვლებამდე არსებული მარკირება სრულად უქმდება, გარდა ადზ-ს ღერძულა ხაზის მარკირებისა, რომელიც გარდაიქმნება მიმართულების ისრება