1. როდესაც აეროდრომზე გათვალისწინებულია სასიგნალო მოედანი, ის უნდა განთავსდეს ისე, რომ ყველა მიმართულებიდან ჩანდეს, 300 მ-ის სიმაღლიდან ჰორიზონტის მიმართ 100-ზე მეტი დახრის კუთხით.

2. სასიგნალო მოედანი წარმოადგენს კვადრატული ფორმის სწორ ჰორიზონტალურ ზედაპირს, რომლის გვერდის სიგრძე არის არანაკლებ 9 მ-სა.

3. სასიგნალო მოედნის ფერი კონტრასტული უნდა იყოს გამოყენებული სასიგნალო ნიშნებთან მიმართებით. სასიგნალო მოედანი უნდა შემოიხაზოს თეთრი ფერის არანაკლებ 0.3 მ სისქის ზოლი