1. დაფრენის სამიზნე წერტილის მარკირება დაიტანება დასაფრენად შესვლის მხრიდან, ხელოვნური საფარის მქონე აღჭურვილი ადზ-ს ყოველ ბოლოში, რომლის კოდური აღნიშვნაა 1, 2, 3 ან 4, ასევე ხელოვნურსაფარიან აღუჭურველი ადზ-ზე, რომლის კოდური აღნიშვნაა 3 ან 4.

2. დაფრენის სამიზნე წერტილის მარკირება იწყება ადზ-ს ზღურბლიდან არანაკლებ იმ მანძილზე, რომელიც მოცემულია ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-5 ცხრილში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადზ აღჭურვილია გლისადის ვიზუალური ინდიკაციის სისტემით და მისი დასაწყისი ემთხვევა გლისადის დასაწყისს.

3. დაფრენის სამიზნე წერტილის მარკირება შედგება ორი კარგად შესამჩნევი ზოლისაგან. ამ ზოლების ზომები და შიდა მხარეებს შორის განივი ინტერვალი უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-5 ცხრილში მოცემულ მონაცემებს. იმ შემთხვევაში, როდესაც არის დაფრენის არის მარკირება, განივი ინტერვალი ფიქსირებული დაშორების არის ნიშნებს შორის იგივეა, რაც დაფრენის ზონის მარკირების ნიშნებს შორი