1. თუ ადზ-ზე გათვალისწინებულია მოსაბრუნებელი მოედნი, უნდა განხორციელდეს მისი მარკირება, რათა საჰაერო ხომალდმა შეძლოს შეუფერხებელი მობრუნება 1800-ით და გასწორდეს ადზ-ს ღერძულა ხაზის მიმართულებით.

2. ადზ-ზე მოსაბრუნებელი მოედნის მარკირებას უნდა ჰქონდეს მრუდწირი მონაკვეთი ადზ-ს ღერძულა ხაზიდან მოსაბრუნებელი მოედნამდე. სიმრუდის რადიუსი უნდა შეესაბამებოდეს საჰაერო ხომალდების მანევრირების და მიმოსვლის საშუალო სიჩქარის მახასიათებლებს, რომლისთვისაც განკუთვნილია მოსაბრუნებელი მოედანი. მოსაბრუნებელი მოედნის მარკირების ადზ-ს ღერძულა ხაზთან გადაკვეთის კუთხე არ უნა აღემატებოდეს 300-ს.

3. ადზ-ზე, კოდური ნომრით 3 ან 4, მოსაბრუნებელი მოედნის მარკირება უნდა გაგრძელდეს ადზ-ს ღერძულა ხაზის მარკირების პარალელურად, გადაკვეთის წერტილიდან არანაკლებ 60 მ მანძილზე, ხოლო ადზ-ზე, კოდური ნომრით 1 ან 2, არანაკლებ 30 მ მანძილზე.

4. ადზ-ზე მოსაბრუნებელი მოედნის მარკირებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჰაერო ხომალდის მიმართვა ისე, რომ მან იმოძრაოს სწორხაზოვან მონაკვეთზე წერტილამდე, სადაც უნდა განხორციელდეს 1800-ით მობრუნება. ადზ-ზე მოსაბრუნებელი მოედნის მარკირების სწორხაზოვანი მონაკვეთი უნდა იყოს, ადზ-ზე მოსაბრუნებელი მოედნის გარეთა ნაპირის პარალელური.

5. ადზ-ზე მოსაბრუნებელი მოედნის მრუდის პროფილი, სადაც უზრუნველყოფილია საჰაერო ხომალდის 1800-ით მობრუნება, დამოკიდებულია საჰაერო ხომალდის წინა საყრდენი შასის მობრუნების კუთხეზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 450-ს.

6. ადზ-ზე მოსაბრუნებელი მოედნის მარკირების სქემა უნდა იყოს ისეთი, რომ მოსაბრუნებელი მოედნის მარკირებაზე სხ-ის კაბინის მდებარეობისას, მისი ძირითადი შასის ნებისმიერი ბორბალი მოსაბრუნებელი მოედნის კიდიდან დაცილებული უნდა იყოს არანაკლებ 21-ე მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული მანძილით.

7. ადზ-ზე მოსაბრუნებელი მოედანის მარკირების სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 15 სმ და დატანილი უნდა იყოს უწყვეტი ზოლის სახით მთელ სიგრძეზ