1. აეროდრომზე VOR-ის შესამოწმებელი ადგილის არსებობისას, უნდა განხორციელდეს მისი მარკირება და ნიშანდება.
2. აეროდრომზე VOR-ის შესამოწმებელი ადგილის შერჩევა და განთავსება ხორციელდება „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის (შემდგომში – ჩიკაგოს კონვენცია) მე-10 დანართის 1-ლი ტომის E დამატების შესაბამისად.
3. აეროდრომზე VOR-ის შესამოწმებელი ადგილის მარკირების ცენტრი წარმოადგენს ადგილს, სადაც ჩერდება საჰაერო ხომალდი VOR-ის შესამოწმებელი სიგნალის მისაღებად.
4. აეროდრომზე VOR-ის შესამოწმებელი ადგილის მარკირება უნდა წარმოადგენდეს 6 მ დიამეტრის მქონე წრეს, რომლის კონტურიც იქნება 15 სმ სიგანის მქონე ზოლი, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-13 ნახაზის (ა) ნიმუშზე.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც მიზანშეწონილია საჰაერო ხომალდის განთავსება გარკვეული მიმართულებით, წრის ცენტრზე უნდა გაივლოს ხაზი, საჭირო აზიმუტით. ხაზი წრეს უნდა გასცდეს 6 მ-ით საჭირო მიმართულებით და დამთავრდეს ისრით. ხაზის სიგანე უნდა იყოს 15 სმ, როგორც ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-14 ნახაზის (ბ) ნიმუშზე.
6. მიზანშეწონილია აეროდრომზე VOR-ის შესამოწმებელი ადგილის მარკირება იყოს თეთრი ფერის, მაგრამ იგი უნდა განსხვავდებოდეს სბ-ს მარკირების ფერისაგა