1. ადზ-თან მოსაცდელი ადგილის მარკირება დატანილი უნდა იყოს ადზ-თან მოცდის ადგილის გასწვრივ.
2. აღუჭურველი ადზ-ს, დასაფრენად არაზუსტი შესვლისათვის აღჭურვილ ადზ-ს ან ასაფრენი ადზ-ს სბ-თან გადაკვეთის ადგილზე ადზ-თან მოსაცდელი ადგილის მარკირება უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-10 ნახაზის (ა) ნიმუშს.
3. თუ ადზ-თან უზრუნველყოფილია ერთი მოსაცდელი ადგილი, სბ-სა და I, II ან III კატეგორიით დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი ადზ-ს გადაკვეთის ადგილზე ადზ-თან მოცდის ადგილის მარკირება უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-10 ნახაზის (ა) ნიმუშს. თუ გადაკვეთის ადგილზე უზრუნველყოფილია ორი ან სამი მოსაცდელი ადგილი, ადზ-თან უახლოესი მოსაცდელი ადგილის მარკირება უნდა განხორციელდეს ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-10 ნახაზის (ა) ნიმუშის მიხედვით, ხოლო ადზ-დან უფრო დაშორებული მოსაცდელი ადგილების მარკირება ხდება ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-10 ნახაზის (ბ) ნიმუშის მიხედვით.
4. თუ ადზ-თან მოსაცდელი ადგილის მარკირება ხორციელდება ადზ-თან მოცდის ადგილზე, იგი უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-10 ნახაზის (ა) ნიმუშს.
5. თუ, გარემო პირობებიდან გამომდინარე აუცილებელია ადზ-თან მოსაცდელი ადგილის შემჩნევადობის ამაღლება, მისი მარკირება უნდა განხორციელდეს ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-12 ნახაზის (ა2) ან (ბ2) ნიმუშების შესაბამისად, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც ადზ-თან მოსაცდელი ადგილის მარკირება, რომელიც შესრულებულია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-12 ნახაზის (ბ) ნიმუშის მიხედვით, მდებარეობს მონაკვეთზე, სადაც მისი სიგრძე გადააჭარბებს 60 მ-ს, ადზ-თან მოსაცდელი ადგილის მარკირების ბოლოში უნდა განხორციელდეს “CAT II” ან “CAT III” (კატეგორიის შესაბამისად) ნიშნების დატანა თანაბარი ინტერვალით, არაუმეტეს 45 მ-სა მეზობელ ნიშნებს შორის. ასოების სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 1,8 მ და დაიტანოს მოცდის ადგილის მარკირების მიღმა, არაუმეტეს 0,9 მ მანძილზე.
7. ადზ-ების ურთიერთგადაკვეთაზე, ადზ-თან მოსაცდელი ადგილის მარკირება უნდა განხორციელდეს ადზ-ს ღერძულა ხაზის მართობულად, რომელიც წარმოადგენს მიმოსვლის სტანდარტულ მარშრუტს. მარკირების სქემა უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-12 ნახაზის (ა2) ნიმუშ