1. შუალედური მოსაცდელი ადგილის მარკირება უნდა განხორციელდეს შუალედური მოცდის ადგილის გასწვრივ.

2. შუალედური მოსაცდელი ადგილის მარკირება უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების დაშორებული მოედნიდან გასასვლელზე, რომელიც ესაზღვრება სბ-ს.

3. იქ, სადაც შუალედური მოსაცდელი ადგილის მარკირება დაიტანება ორი ხელოვნურსაფარიანი სბ-ს გადაკვეთაზე, მარკირება უნდა განთავსდეს სბ-ს სიგანეზე, გადამკვეთი სბ-ს უახლოესი კიდიდან საკმარის მანძილზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოძრავი საჰაერო ხომალდებს შორის უსაფრთხო დაშორება. ადგილის მიხედვით, ის უნდა დაემთხვეს „სდექ“ ხაზის სანათებს ან მოცდის შუალედური ადგილის სანათებს, თუ ასეთი არსებობს.

4. შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების დაშორებული მოედნის გასასვლელთან შუალედური მოსაცდელი ადგილის მარკირებასა და მოსაზღვრე სბ-ს ღერძულა ხაზს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლები ამ რეგლამენტის პირველი დანართი 1-ის მე-3 ცხრილის მე-11 სვეტში მოცემული მნიშვნელობისა.

5. შუალედური მოსაცდელი ადგილის მარკირება წარმოადგენს ერთ წყვეტილ ხაზს, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-10 ნახაზზ