1. საჰაერო ხომალდის სადგომების მარკირება უნდა განხორციელდებს ხელოვნურსაფარიან ბაქანზე სადგომებისთვის დადგენილ ადგილებში და შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების არეში.
2. ხელოვნურსაფარიან ბაქანზე და შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების არეში საჰაერო ხომალდების სადგომების მარკირება უნდა განთავსდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო მანძილი, როდესაც წინა შასის ბორბალი მოძრაობს სადგომის მარკირებაზე.
3. საჰაერო ხომალდების სადგომების მარკირება, სადგომის განლაგების კონფიგურაცის შესაბამისად, მოიცავს ისეთ ელემენტებს, როგორიცაა: სადგომის აღნიშვნა, შესვლის ხაზი, შემობრუნების ნიშანი, მობრუნების ხაზი, დაყენების ხაზი, „სდექ“ ხაზი და გასვლის ხაზი.
4. საჰაერო ხომალდების სადგომების აღნიშვნა (ასო და/ან ციფრი) წარმოადგენს შესვლის ხაზის ნაწილს და უნდა განთავსდეს შესვლის ხაზის დასაწყისთან ახლო მანძილზე. აღნიშვნას უნდა გააჩნდეს საკმარისი სიმაღლე, რათა კარგად ჩანდეს იმ საჰაერო ხომალდის კაბინიდან, რომელიც სარგებლობს აღნიშნული სადგომით.
5. იქ, სადაც ბაქნის მოქნილად გამოყენების მიზნით, საჰაერო ხომალდის სადგომზე ერთმანეთზე დატანილია ორი სახის მარკირება და ძნელი გასარკვევია, თუ რომელ მარკირებას უნდა მიჰყვეს საჰაერო ხომალდი, ან თუ შეუსაბამო მარკირების მიხედვით სხ-ის მოძრაობისას რისკის ქვეშ დგება ფრენის უსაფრთხოება, მაშინ სადგომის მარკირებაზე დამატებით უნდა მიეთითოს საჰაერო ხომალდის ტიპი, რომელიც გამოიყენებს სადგომს (მაგალითად: 2A-B747, 2B-F28).
6. შესვლის, მობრუნების და გამოსვლის ხაზები უნდა იყოს უწყვეტი მთელ სიგრძეზე და ხაზის სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 15 სმ. სადგომზე ერთი ან რამდენიმე ტიპის მარკირების არსებობისას, მობრუნების უდიდესი რადიუსის მქონე საჰაერო ხომალდისთვის განკუთვნილი ხაზი უნდა იყოს უწყვეტი, ხოლო დანარჩენი ტიპის სხ-სთვის – წყვეტილი.
7. შესვლის, მობრუნების ან გამოსვლის ხაზების მრუდწირი მონაკვეთების რადიუსები უნდა შეესაბამებოდეს მობრუნების უდიდესი რადიუსის მქონე საჰაერო ხომალდს, რომლისთვისაც განკუთვნილია აღნიშნული მარკირება.
8. იქ, სადაც მოიაზრება, რომ საჰაერო ხომალდი იმოძრავებს მხოლოდ ერთი მიმართულებით, შესვლის ან გამოსვლის ხაზს უნდა დაემატოს მიმართულების ისრები.
9. მობრუნების ნიშანი უნდა განთავსდეს მართობულად შესვლის ხაზის მიმართ, მარცხენა მფრინავის ადგილსამყოფელის მხრიდან შესვლისას, სავარაუდოდ, მობრუნების დაწყების წერტილში. მობრუნების ნიშნის სიგრძე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 6 მეტრს, ხოლო სიგანე არანაკლებ 15 სმ-ს და უნდა გააჩნდეს მიმართულების ნიშანი.
10. თუ სხ-ის სადგომზე საჭიროა ერთზე მეტი მობრუნების ნიშანი და/ან „სდექ“ ხაზი, მაშინ იგი უნდა აღინიშნოს პირობითი ნიშნით.
11. სადგომზე დაყენების ხაზი უნდა განთავსდეს ისე, რომ დაემთხვეს საჰაერო ხომალდის ღერძულა ხაზის გაგრძელებას, მისი გაჩერების დადგენილ ადგილში და მფრინავს უნდა შეეძლოს მისი დანახვა მანევრირების დასკვნით საფეხურზე, სადგომზე დაყენებისას. მისი სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 15 სმ.
12. „სდექ“ ხაზი უნდა განთავსდეს მართობულად სადგომზე დაყენების ხაზის მიმართ, მარცხენა მფრინავის ადგილსამყოფელის მხრიდან გაჩერების სავარაუდო წერტილში. მისი სიგრძე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 6 მეტრს, ხოლო სიგანე არანაკლებ 15 სმ-