1. იქ, სადაც ჩვეულებრივ განსაზღვრულია საინფორმაციო ნიშნის დაყენება, მაგრამ აეროდრომის ექსპლუატანტის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად არამიზანშეწონილია მისი განთავსება, მაშინ საფარის ზედაპირზე დაიტანება საინფორმაციო მარკირება.
2. იქ, სადაც საექსპლუატაციო თვალსაზრისით აუცილებელია, საინფორმაციო ნიშანს უნდა დაემატოს საინფორმაციო მარკირება.
3. საინფორმაციო მარკირება (ადგილმდებარეობა/მიმართულება) კომპლექსური სამიმოსვლო ბილიკების გადაკვეთის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს გადაკვეთამდე და გადაკვეთს შემდეგ, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც საექსპლუატაციო თავისებურებიდან გამომდინარე საჭიროა, სბ-ს ადგილმდებარეობის დამატებითი მარკირება, რათა დაეხმაროს საფრენოსნო ეკიპაჟს სახმელეთო მიმოსვლის დროს.
4. საინფორმაციო (ადგილმდებარეობის) მარკირება დაიტანება დიდი სიგრძის მქონე სბ-ს გასწვრივ ხელოვნური საფარის ზედაპირზე, თანაბარი ინტერვალებით.
5. საინფორმაციო მარკირება დაიტანება სბ-ს ან ბაქანის ზედაპირზე განივად იქ, სადაც საჭიროა და ისე, რომ ადვილად დასანახი იყოს მოახლოებული პილოტებისათვის სხ-ის კაბინიდან.
6. საინფორმაციო მარკირება უნდა წარმოადგენდეს:
ა) ყვითელი ფერის წარწერას შავ ფონზე, როდესაც იგი ანაცვლებს ან ემატება ადგილმდებარეობის ნიშანს;
ბ) შავი ფერის წარწერას ყვითელ ფონზე, როდესაც იგი ანაცვლებს ან ემატება მოძრაობის მიმართულების ან დანიშნულების ადგილის ნიშანს.
7. იმ შემთხვევაში, როდესაც საჩვენებელი მარკირების ფონი და საფარის ზედაპირი არ არის საკმაოდ კონტრასტული, მარკირება უნდა განხორციელდეს შემდეგნაირად:
ა) შავი წარწერის შემთხვევაში, მარკირება დაკონტურდეს შავი ფერის კანტით; და
ბ) ყვითელი წარწერის შემთხვევაში, მარკირება დაკონტურდეს ყვითელი ფერის კანტით.
8. საინფორმაციო მარკირების ნიშნის სიმაღლე უნდა იყოს 4 მ. წარწერის ფორმა და ზომები უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის დამატება 3-ში მოცემულ მოთხოვნებ