1. გლისადის ვიზუალური ინდიკაციის სისტემა უნდა დამონტაჟდეს დასაფრენად შესვლის უზრუნველსაყოფად, იმისდა მიუხედავად, ადზ აღჭურვილია თუ არა დასაფრენად შესვლის სხვა ვიზუალური თუ არავიზუალური საშუალებებით, ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირობის გათვალისწინებით:
ა) ადზ გამოიყენება ტურბორეაქტიული ძრავის მქონე ან სხვა საჰაერო ხომალდების მიერ, რომლებიც საჭიროებენ მიმართვას დასაფრენად შესვლისას;
ბ) ნებისმიერ ტიპის სხ-ის პილოტს შეიძლება შეექმნას სირთულე დასაფრენად შესვლისას საკუთარი ქმედებების სისწორის შეფასებაში:
ბ.ა) არასაკმარისი ვიზუალური ორიენტირების მიზეზით წყლის ზედაპირის ან ერთგვაროვანი რელიეფის თავზე დასაფრენად შესვლისას დღისით, ან დაფრენის არეში გარეშე სანათების არსებობისას ღამით; ან
ბ.ბ) არასწორი წარმოსახვის (ვიზუალური ეფექტის) მიზეზით, რომელსაც ქმნის გარემომცველი რელიეფი ან ადზ-ს ქანობი.
გ) დასაფრენად შესვლის არეში ობიექტების არსებობამ შეიძლება სერიოზული გავლენა იქონიოს, თუ სხ ფრენას ახორციელებს დაფრენის ჩვეული ტრაექტორიის ქვემოთ, განსაკუთრებით, თუ არ არსებობს არავიზუალური ან სხვა ვიზუალური საშუალებები, რომლებიც მიუთითებენ მსგავს ობიექტებზე.
დ) ადზ-ს ნებისმიერ ბოლოში ზედაპირის ფიზიკური მდგომარეობა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს იმ შემთხვევაში, თუ სხ განახორციელებს ნაადრევ დაფრენას ან გადასცდება ადზ-ს საზღვრებს.
ე) რელიეფი ან გაბატონებული მეტეოროლოგიური პირობები ისეთია, რომ სხ დასაფრენად შესვლისას შეიძლება მოხვდეს მაღალ ტურბულენტურ არეში.
2. გლისადის ვიზუალური ინდიკაციის სტანდარტული სისტემა უნდა მოიცავდეს:
ა) T-VASIS და AT-VASIS სისტემებს, რომლებიც უნდა შეესაბამებოდს ამ მუხლის 6 – 22 პუნქტებში მოცემულ ტექნიკურ მოთხოვნებს;
ბ) PAPI და APAPI სისტემებს, რომლებიც უნდა შეესაბამებოდნენ ამ მუხლის 23-40 პუნქტებში მოცემულ ტექნიკური მოთხოვნებს, როგორც ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-20 ნახაზზე.
3. PAPI, T-VASIS ან AT-VASIS სისტემა უნდა დამონტაჟდეს ადზ-ზე, კოდური ნომრით 3 ან 4, როდესაც არსებობს ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე პირობა.
4. PAPI ან APAPI სისტემა უნდა დამონტაჟდეს ადზ-ზე, კოდური ნომრით 1 ან 2, იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე პირობა.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც ადზ-ს ზღურბლი დროებით წანაცვლებულია ჩვეული ადგილმდებარეობიდან და არსებობს ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე პირობა, უნდა დამონტაჟდეს PAPI-სისტემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადზ-ზე მითითებულია კოდური აღნიშვნა 1 ან 2, უნდა დამონტაჟდეს APAPI-სისტემა.
6. T-VASIS სისტემა უნდა შედგებოდეს ოცი საგლისადე სანათისაგან, რომელიც სიმეტრიულად განლაგდება ადზ-ს ღერძულა ხაზის მიმართ, ორი ფლანგური (გვერდითი) ჰორიზონტის ფორმით, რომელთაგან თითოეული უნდა შედგებოდეს ოთხი საგლისადე სანათისაგან და გრძივი ხაზებისაგან, რომლებიც შუაზე გაყოფენ ამ ჰორიზონტებს და თითოეული უნდა შედგებოდეს ექვსი სანათისაგან, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 21-ე ნახაზზე.
7. AT-VASIS სისტემა უნდა შედგებოდეს ათი საგლისადე სანათისაგან, რომელიც განლაგდება ადზ-ს ერთ მხარეს, ერთი ფლანგური ჰორიზონტის ფორმით, რომელიც უნდა შედგებოდეს ოთხი საგლისადე სანათისაგან და გრძივი ხაზისაგან, რომელიც შუაზე გაყოფს ამ ჰორიზონტს და უნდა შედგებოდეს ექვსი სანათისაგან.
8. AT-VASIS სისტემის საგლისადე სანათები უნდა განთავსდეს ისე, რომ დასაფრენად შესვლისას პილოტს:
ა) გლისადის ზემოთ ყოფნისას, შეეძლოს დაინახოს ფლანგური ჰორიზონტი (ჰორიზონტები) თეთრად და ერთი, ორი ან სამი სანათი „იფრინე დაბლა“. რაც უფრო გლისადის ზემოთ იმყოფება პილოტი, მით მეტ სანათს დაინახავს „იფრინე დაბლა“;
ბ) გლისადაზე ყოფნისას შეეძლოს დაინახოს ფლანგური ჰორიზონტი (ჰორიზონტები) თეთრად;
გ) გლისადის ქვემოთ ყოფნისას შეეძლოს დაინახოს ფლანგური ჰორიზონტი (ჰორიზონტები) და ერთი, ორი ან სამი სანათი „იფრინე მაღლა“ თეთრად. რაც უფრო გლისადის ქვემოთ იმყოფება პილოტი, მით უფრო მეტ სანათს დაინახავს „იფრინე მაღლა“. თუ პილოტი იმყოფება გლისადის მნიშვნელოვნად ქვემოთ, იგი უნდა ხედავდეს ფლანგურ ჰორიზონტს (ჰორიზონტებს) და სამ სანათს „იფრინე მაღლა“- წითლად.
9. AT-VASIS სისტემის საგლისადე სანათები უნდა განთავსდეს ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 21-ნახაზის შესაბამისად და ამავე ნახაზზე მითითებული მონტაჟის მოთხოვნების დაცვით.
10. T-VASIS სისტემა უნდა განთავსდეს ისე, რომ გლისადის 30-იანი კუთხით დახრისას და ადზ-ს ზღურბლზე პილოტის თვალის ნომინალური 15 მ სიმაღლის შემთხვევაში, ადზ-ს ზღურბლზე პილოტის თვალის სიმაღლე შეადგენდეს 13 მ-დან 17 მ-მდე, ამასთან, ჩანდეს მხოლოდ ფლანგური ჰორიზონტის სანათები. თუ ადზ-ს ზღურბლთან აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს პილოტის თვალის უფრო მაღალი დონე (ბორბლებსა და ადზ-ს შორის შესაბამისი დაცილების უზრუნველსაყოფად), დასაფრენად შესვლა შეიძლება განხორციელდეს როდესაც ჩანს ერთი ან რამდენიმე სანათი „იფრინე დაბლა“. ასეთ შემთხვევაში, პილოტის თვალის დონე ადზ-ს ზღურბლზე უნდა იყოს შემდეგი:
ა) ფლანგური ჰორიზონტის სანათების და ერთი „იფრინე დაბლა“ სანათის ხედვისას – 17-22 მეტრი;
ბ) ფლანგური ჰორიზონტის სანათების და ორი „იფრინე დაბლა“ სანათის ხედვისას – 22-28 მეტრი;
გ) ფლანგური ჰორიზონტის სანათების და სამი „იფრინე დაბლა“ სანათის ხედვისას – 28-54 მეტრი.
11. T-VASIS გლისადის ვიზუალური ინდიკაციის სისტემები უნდა გამოიყენებოდეს ფრენების მომსახურებისთვის როგორც დღისით, ისე ღამით.
12. AT-VASIS სისტემის ყოველი საგლისადე სანათის სინათლის სხივის გაშლას უნდა ჰქონდეს მარაოს ფორმა და მოჩანდეს დასაფრენად შესვლის მიმართულებიდან ფართო კუთხით, ჰორიზონტალურად. ფლანგური ჰორიზონტის საგლისადე სანათები უნდა წარმოქმნიდნენ თეთრი ფერის სხივს 1054’-იან და 60-იანი აღმავალი დახრის კუთხეებს შორის სექტორის ფარგლებში და წითელი ფერის სხივს – 00-სა და 1054’-იანი აღმავალი დახრის კუთხეს შორის სექტორის ფარგლებში. საგლისადე სანათი “იფრინე დაბლა” უნდა წარმოქმნიდეს თეთრი ფერის სხივს, 60-იანი აღმავალი დახრის კუთხესა და დაახლოებით, გლისადის დახრის კუთხეს შორის სექტორის ფარგლებში, სადაც სხივი მკვეთრად წაკვეთილია. საგლისადე სანათი “იფრინე მაღლა” უნდა წარმოქმნიდეს თეთრი ფერის სხივს, დაახლოებით გლისადის დახრის კუთხესა და 1054’-იანი ამაღლების კუთხეს შორის სექტორის ფარგლებში და წითელი ფერის სხივს 1054’-იანი აღმავალი დახრის კუთხის ქვემოთ. შესაძლოა გაიზრდოს ფლანგური ჰორიზონტის საგლისადე სანათების და “იფრინე მაღლა” სანათების წითელი ფერის სხივის ზედა საზღვრის კუთხე.
13. AT-VASIS სისტემის „იფრინე დაბლა”, ფლანგური ჰორიზონტის და „იფრინე მაღლა” საგლისადე სანათების სიმძლავრის განაწილება უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მე-2 დამატების А2-22 ნახაზს.
14. AT-VASIS სისტემისათვის წითელი ფერიდან თეთრ ფერზე გადასვლა ვერტიკალურ სიბრტყეში უნდა იყოს ისეთი, რომ არანაკლებ 300 მ მანძილზე მყოფ დამკვირვებელს შეეძლოს მისი დანახვა არაუმეტეს 15’-იანი აღმავალი დახრის კუთხის ფარგლებში.
15. AT-VASIS სისტემისათვის წითელი სანათის Y-კოორდინატი, მისი სრული ინტენსივობის დროს, არ უნდა აღემატებოდეს 0,320-ს.
16. AT-VASIS სისტემისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს სინათლის ინტენსივობის სათანადო რეგულირება, რათა შესაძლებელი იყოს მისი კორექტირება გაბატონებული ამინდის პირობების გათვალისწინებით და გამოირიცხოს თვალისმომჭრელი ზემოქმედება პილოტზე, დასაფრენად შესვლის დროს.
17. AT-VASIS სისტემის საგლისადე სანათები, რომლებიც ქმნიან ფლანგურ ჰორიზონტს ან საგლისადე სანათები, რომლებიც ქმნიან სანათების წყვილს „იფრინე დაბლა“ ან „იფრინე მაღლა“, უნდა განლაგდეს ისე, რომ დასაფრენად შესვლისას პილოტი ძირითადად ხედავდეს მათ ერთ ჰორიზონტალურ ხაზზე განლაგებულს. საგლისადე სანათები უნდა განთავსდეს რაც შეიძლება დაბლა და გააჩნდეს მყიფე კონსტრუქცია.
18 AT-VASIS სისტემის საგლისადე სანათების კონტრუქცია უნდა იყოს ისეთი, რომ კონდენსანტი, ტალახი და სხვა დამაბინძურებლები, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს ოპტიკურ ელემენტებზე ან ამრეკლ ზედაპირებზე, უმნიშვნელო გავლენას ახდენდეს შუქ-სიგნალის გადაცემაზე და არანაირად არ შეცვალოს სხივის კუთხე ან კონტრასტი წითელი და თეთრი ფერის სიგნალებს შორის. საგლისადე სანათის კონსტრუქცია უნდა იყოს ისეთი, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი სანათის ჭრილების თოვლით ან ყინულით სრულად ან ნაწილობრივ ამოვსება, როდესაც ადგილი აქვს მსგავს მეტეომოვლენებს.
19. AT-VASIS სისტემის გლისადის დახრის კუთხე შესაფერისი უნდა იყოს სხ-თვის, რომელიც გამოიყენებს აღნიშნულ სივრცეს დასაფრენად შესვლისას.
20. როდესაც ადზ უზრუნველყოფილია გლისადის ვიზუალური T-VASIS სისტემით, რომელიც აღჭურვილია ILS-ის და/ან MLS-ის სისტემით, საგლისადე სანათების განთავსების ადგილი და სხივის აღმავალი დახრის კუთხე უნდა შეირჩეს ისე, რომ რამდენადაც შესაძლებელია ვიზუალური გლისადა დაემთხვეს შესაბამისად ILS-ის გლისადას და/ან MLS-ის მინიმალურ გლისადას.
21. გლისადის ვიზუალური T-VASIS სისტემისათვის ადზ-ს ორივე მხარეს ფლაგური ჰორიზონტების საგლისადე სანათების სხივის ამაღლების კუთხე უნდა იყოს ერთნაირი. „იფრინე მაღლა” საგლისადე სანათის სხივის აღმავალი დახრის ზედა საზღვარი, რომელიც უახლოესია ყოველ ფლანგური ჰორიზონტთან და „იფრინე დაბლა“ საგლისადე სანათის სხივის აღმავალი დახრის ქვედა საზღვარი უნდა იყოს ერთნაირი და შეესაბამებოდეს გლისადის დახრის კუთხეს. ფლანგური ჰორიზონტიდან გარეთ ყოველი მომდევნო საგლისადე სანათის „იფრინე მაღლა” სხივის ზედა საზღვრის წაკვეთის კუთხე უნდა შემცირდეს 5’-იანი რკალით, სანათის სხივის აღმავალი დახრის კუთხის მიმართ. ფლანგური ჰორიზონტიდან გარეთ ყოველი მომდევნო საგლისადე სანათის „იფრინე დაბლა” სხივის ქვედა საზღვრის წაკვეთის კუთხე უნდა შემცირდეს 7’-იანი რკალით, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 22-ე ნახაზზე.
22. საგლისადე სანათების „იფრინე მაღლა“ ფლანგური ჰორიზონტის წითელი სხივის ზედა საზღვრის აღმავალი დახრის კუთხე უნდა იყოს ისეთი, რომ დასაფრენად შესვლისას პილოტმა, რომელიც ხედავს ფლანგურ ჰორიზონტს და სამ საგლისადე სანათს „იფრინე მაღლა“, უსაფრთხო ფრენის განხორციელების მიზნით, გადაუფრინოს არსებულ ობიექტებს საკმარის სიმაღლეზე, თუ პილოტი ვერ ხედავს ვერცერთ წითელ სანათს.
23. სანათის სხივის გაშლის აზიმუტური კუთხე სათანადოდ უნდა შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, როდესაც დადგინდება, რომ ობიექტი, რომელიც განლაგებულია შესაბამისი სისტემების დაბრკოლებებისაგან დაცული ზედაპირის ფარგლებს გარეთ, მაგრამ იმყოფება მისი სანათის სხივის გვერდითა საზღვრებში, სცილდება დაბრკოლებებისაგან დაცვის სიბრტყეს და სააერნაოსნო კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ აღნიშნულმა ობიექტმა შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ფრენების უსაფრთხოებაზე. შეზღუდვის კუთხე უნდა იყოს ისეთი, რომ ობიექტი დარჩეს სანათის სხივის საზღვრებს მიღმა.
24. PAPI-სისტემა უნდა შედგებოდეს ფლანგური ჰორიზონტისაგან, ოთხი მრავალნათურიანი (ან ორმაგი ერთნათურიანი) სანათებისგან, ფერების მკვეთრი ცვლილებით, რომელიც განთავსდება თანაბარი ინტერვალებით. სისტემა უნდა განთავსდს ადზ-ს მარცხენა მხარეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მისი განთავსება ადზ-ს მარცხენა მხარეს ფიზიკურად შეუძლებელია.
25. APAPI-სისტემა შედგება ფლანგური ჰორიზონტისაგან, ორი მრავალნათურიანი (ან ორმაგი ერთნათურიანი) სანათებით, ფერების მკვეთრი ცვლილებით. სისტემა უნდა განთავსდს ადზ-ს მარცხენა მხარეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მისი განთავსება ადზ-ს მარცხენა მხარეს ფიზიკურად შეუძლებელია.
26. PAPI-ს ფლანგური ჰორიზონტი უნდა განთავსდეს ისე, რომ დასაფრენად შესვლისას პილოტი:
ა) გლისადაზე ან მის ახლოს ყოფნისას, ხედავდეს ადზ-თან ახლოს განლაგებულ ორ სანათს წითლად, ხოლო ადზ-დან მოშორებით განლაგებულ ორ სანათს თეთრად;
ბ) გლისადის ზემოთ ყოფნისას, ხედავდეს ადზ-თან ახლოს განლაგებულ ერთ სანათს წითლად, ხოლო ადზ-დან დაშორებულ სამს სანათს თეთრად; ხოლო თუ იმყოფება გლისადის უფრო ზევით, ხედავდეს ყველა სანათს თეთრად;
გ) გლისადის ქვემოთ ყოფნისას, ხედავდეს ადზ-თან ახლოს განლაგებულ სამ სანათს წითლად, ხოლო ადზ-დან დაშორებით განლაგებულ ერთ სანათს თეთრად; ხოლო, თუ იმყოფება გლისადის კიდევ უფრო ქვევით, ხედავდეს ყველა სანათს წითლად.
27. APAPI-ს ფლანგური ჰორიზონტი უნდა განთავსდეს ისე, რომ დასაფრენად შესვლისას პილოტი:
ა) გლისადაზე ან მის ახლოს ყოფნისას, ხედავდეს ადზ-თან ახლოს განლაგებული სანათს წითლად, ხოლო ადზ-დან დაშორებულ სანათს თეთრად;
ბ) გლისადის ზემოთ ყოფნისას, ხედავდეს ორივე სანათს თეთრად; და
გ) გლისადის ქვემოთ ყოფნისას, ხედავდეს ორივე სანათს წითლად.
28. PAPI-ს და APAPI-ს სისტემის სანათები უნდა განლაგდეს ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 23-ე ნახაზზე მოცემული ძირითადი სქემის მიხედვით, ტექნიკური მოთხოვნების დაცვით. სანათები, რომლებიც ქმნიან ფლანგურ ჰორიზონტს, უნდა განთავსდნენ ისე, რომ დასაფრენად შესვლისას პილოტი ძირითადად ხედავდეს მათ ერთ ჰორიზონტალურ ხაზზე განლაგებულს. გლისადის შუქი უნდა განლაგდეს რაც შეიძლება დაბლა და უნდა გააჩნდეთ მსხვრევადი კონსტრუცია. საგლისადე სანათები უნდა განთავსდეს რაც შეიძლება დაბლა და გააჩნდეს მყიფე კონსტრუქცია.
29. PAPI-ს და APAPI-ს სისტემები უნდა გამოიყენებოდეს ფრენების მომსახურებისთვის როგორც დღისით, ისე ღამით.
30. PAPI-ს და APAPI-ს სისტემებისათვის წითელი ფერიდან თეთრ ფერზე გადასვლა ვერტიკალურ სიბრტყეში უნდა იყოს ისეთი, რომ არანაკლებ 300 მ მანძილზე მყოფ დამკვირვებელს შეეძლოს მისი დანახვა ვერტიკალის მიმართ არაუმეტეს 3’-იანი კუთხის ფარგლებში.
31. PAPI-ს და APAPI-ს სისტემების წითელი სანათის Y-კოორდინატი, მისი სრული ინტენსივობის დროს, არ უნდა აღემატებოდეს 0,320-ს.
32. PAPI-ს და APAPI-ს სისტემების საგლისადე სანათების სიმძლავრის განაწილება უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის დამატება 2-ის А2-23 ნახაზს.
33. PAPI-ს და APAPI-ს სისტემებისთვის შესაძლებელი უნდა იყოს სინათლის ინტენსივობის სათანადო რეგულირება, რათა შესაძლებელი იყოს მისი კორექტირება გაბატონებული ამინდის პირობების გათვალისწინებით და გამოირიცხოს თვალისმომჭრელი ზემოქმედება პილოტზე, დასაფრენად შესვლის დროს.
34. შესაძლებელი უნდა იყოს PAPI-ს და APAPI-ს სისტემების ყოველი საგლისადე სანათის დარეგულირება ვერტიკალურ სიბრტყეში, რათა შესაძლებელი იყოს თეთრი სხივის სექტორის ქვედა საზღვრის დაყენება სასურველი კუთხით, ჰორიზონტიდან 1030’-დან 4030’-მდე დიაპაზონში.
35. PAPI-ს და APAPI-ს კონტრუქცია უნდა იყოს ისეთი, რომ კონდენსანტი, ტალახი და სხვა დამაბინძურებლები, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს ოპტიკურ ელემენტებზე ან ამრეკლ ზედაპირებზე, უმნიშვნელო გავლენას ახდენდეს შუქ-სიგნალის გადაცემაზე და არანაირად არ შეცვალოს სხივის გარდამავალი სექტორის აღმავალი დახრის კუთხე და კონტრასტი წითელ და თეთრ ფერის სიგნალებს შორის.
36. PAPI-ს და APAPI-ს გლისადის დახრის კუთხე, უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 24-ე ნახაზზე მითითებულს და შესაფერისი იყოს სხ-თვის, რომელიც ახორციელებს დასაფრენად შესვლას.
37. თუ ადზ აღჭურვილია ILS-ის და/ან MLS-ის სისტემით, PAPI-ს და APAPI-ს სისტემის საგლისადე სანათების განთავსების ადგილი და სხივის დახრის კუთხე უნდა შეირჩეს ისე, რომ რამდენადაც შესაძლებელია, ვიზუალური გლისადა დაემთხვეს შესაბამისად ILS-ის გლისადას და/ან MLS-ის მინიმალურ გლისადას.
38. PAPI-ს ფლანგური ჰორიზონტის საგლისადე სანათების სხივის დახრის კუთხე უნდა იყოს ისეთი, რომ დასაფრენად შესვლის განხორციელებისას სხ-ის პილოტმა, რომელიც ხედავს ერთ თეთრ და სამ წითელ სანათს, საკმარის სიმაღლეზე გადაუფრინოს დაფრენის არეში განთავსებულ ყველა ობიექტს, როგორც ეს მოცემულია ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-6 ცხრილში.
39. APAPI-ს ფლანგური ჰორიზონტის საგლისადე სანათების სხივის დახრის კუთხე უნდა იყოს ისეთი, რომ დასაფრენად შესვლის განხორციელებისას სხ-ის პილოტმა, რომელიც ხედავს გლისადის გასწორზე ყველაზე ქვედა სიგნალს ანუ ერთ თეთრ და ერთ წითელ სანათს, საკმარის სიმაღლეზე გადაუფრინოს დაფრენის არეში განთავსებულ ყველა ობიექტს, როგორც ეს მოცემულია ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-6 ცხრილში.
40. PAPI-ს და APAPI-ს სისტემის სანათის სხივის გაშლის აზიმუტის კუთხე სათანადოდ უნდა შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, როდესაც დადგინდება, რომ ობიექტი, რომელიც განლაგებულია PAPI ან APAPI სისტემების დაბრკოლებებისაგან დაცული ზედაპირის ფარგლებს გარეთ, მაგრამ იმყოფება მისი სანათების სხივის გვერდითა საზღვრებში, კვეთს დაბრკოლებებისაგან დაცვის სიბრტყეს და სააერნაოსნო კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ აღნიშნულმა ობიექტმა შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ფრენების უსაფრთხოებაზე. შეზღუდვის კუთხე უნდა იყოს ისეთი, რომ ობიექტი დარჩეს სანათის სხივის საზღვრებს მიღმა.
41. თუ PAPI-ს და APAPI-ს სისტემის ფლანგური ჰორიზონტები განთავსებულია ადზ-ს ორივე მხარეს, სხ-ის დაგვერდის (კრენის) მართვის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი საგლისადე სანათები უნდა განთავსდეს ერთი კუთხით ისე, რომ ყოველი სანათის სიგნალი ერთდროულად შეიცვალოს სიმეტრიულად.
42. სადაც გამოიყენება გლისადის ვიზუალური ინდიკაციის (Т-VАSIS, АТ-VАSIS, РАРI და АРАРI) სისტემები, მათთვის უნდა დადგინდეს დაბრკოლებისაგან დაცვის ზედაპირები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისა