1. ადზ-ზე შემყვანი სანათების სისტემა უნდა განთვსდეს იქ, სადაც განხორციელდება ვიზუალური მართვის უზრუნველყოფა დასაფრენად შესვლის გარკვეული ტრაექტორიის გასწვრივ, გარემოს რელიეფის საფრთხის აცილების ან ხმაურის შემცირების მიზნით.
2. ადზ-ზე შემყვანი სანათების სისტემა უნდა შედგებოდეს სანათების ჯგუფისგან, რომელიც განთავსდება ისე, რომ განისაზღვროს დასაფრენად შესვლის კურსი და სანათების ერთი ჯგუფის გავლისას გამოჩნდეს მომდევნო ჯგუფი. სანათების მოსაზღვრე ჯგუფებს შორის ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს 1600 მ-ს. ადზ-ზე შემყვანი სანათების სისტემას შეიძლება გააჩნდეს მრუდწირი ან სწორხაზოვანი კონფიგურაცია ან მათი კომბინაცია.
3. ადზ-ზე შემყვანი სანათების სისტემა უნდა გავრცელდეს დადგენილი წერტილიდან იმ წერტილამდე, საიდანაც შესძლებელია მიახლოების სანათების ან ადზ-ს სანათების სისტემის დანახვა.
4. ადზ-ზე შემყვანი სანათების სისტემის ყოველი ჯგუფი უნდა შედგებოდეს, სულ მცირე, სამი ციმციმა სანათისაგან, რომელსაც უნდა გააჩნდეს ხაზოვანი ან ჯგუფური კონფიგურაცია. აღნიშნულ სისტემას შეიძლება დაემატოს მუდმივი ნათების სანათები, თუ ეს სანათები გააუმჯობესებს აღნიშნული სისტემის ამოცნობას.
5. ციმციმა გამოსხივების სანათები და მუდმივი გამოსხივების სანათები უნდა იყოს თეთრი ფერის.
6. ყოველი ჯგუფის ციმციმა სანათები შეძლებისდაგვარად უნდა ასხივებდეს თანმიმდევრულ ციმციმა სიგნალებს, ადზ-ს მიმართულები