1. ადზ-ს ზღურბლის აღმნიშვნელი სანათები უნდა განლაგდეს:
ა) დასაფრენად არაზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი ადზ-ს ზღურბლთან, როდესაც აუცილებელია ზღურბლის შემჩნევადობის გაუმჯობესობა და როდესაც შეუძლებელია დასაფრენად შესვლის სხვა შუქსასიგნალო საშუალებების მონტაჟი;
ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც ადზ-ს ზღურბლი მუდმივად წანაცვლებულია ადზ-ს ბოლოს მიმართ ან დროებით წანაცვლებულია ჩვეული ადგილმდებარეობის მიმართ და აუცილებელია ზღურბლის შემჩნევადობის გაუმჯობესება.
2. ადზ-ს ზღურბლის მომნიშვნელი სანათები უნდა განთავსდეს ადზ-ს ღერძულა ხაზის სიმეტრიულად, ადზ-ს ზღურბლთან ერთ ხაზზედა დაახლოებით, 10 მ-ის დაშორებით ადზ-ს გვერდითა სანათების ყოველი ხაზიდან.
3. ადზ-ს ზღურბლის მომნიშვნელი სანათები უნდა იყოს თეთრი ფერის გამოსხივების იმპულსური ტიპის, 60-დან 120-მდე გაკრთომით წუთში.
4. ადზ-ს ზღურბლის მომნიშვნელი სანათები უნდა მოჩანდეს მხოლოდ ადზ-თან მიახლოების მიმართულები