1. დაფრენის არის სანათები უნდა დამონტაჟდეს II და III კატეგორიის მიხედვით დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილ ადზ-ზე.

2. დაფრენის არის სანათები უნდა განლაგდეს ადზ-ს ზღურბლიდან 900 მ მანძილზე, გარდა შემთხვევისა, როდესაც ადზ-ს გააჩნია 1800 მ-ზე ნაკლები სიგრძე, სანათების სისტემას ექნება ნაკლები განშლა, რათა სანათები არ გასცდეს ადზ-ს შუა წერტილს. სანათები უნდა განლაგდეს სქემით, რომელსაც ქმნიან წყვილი სახაზო სანათები ადზ-ს ღერძულა ხაზის სიმეტრიულად. წყვილი სახაზო სანათების შიდა განივი მანძილი ტოლი უნდა იყოს დაფრენის არის მარკირებისთვის შერჩეული განივი მანძილისა. გრძივი დაშორება სახაზო სანათების წყვილებს შორის უნდა იყოს 30 მ ან 60 მ.

3. სახაზო სანათები უნდა შედგებოდეს, სულ მცირე, სამი სანათისაგან, რომელთა შორის ინტერვალი იქნება არაუმეტეს 1.5 მ.

4. სახაზო სანათების სიგრძე უნდა იყოს არანაკლები 3 მ და არაუმეტეს 4.5 მ.

5. დაფრენის არის სანათები უნდა წარმოადგენდნენ ერთი მიმართულების მქონე, მუდმივი გამოსხივების ცვალებადი თეთრი ფერის სანათებს.

6. დაფრენის არის სანათები უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის დამატება 2-ის A2-5 ნახაზზე მოცემულ მოთხოვნებ