1. ადზ-ს გვერდითი სანათები უნდა დამონტაჟდეს ადზ-ზე, როდესაც იგი განკუთვნილია ღამის ფრენებისათვის ან დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილ ადზ-ზე, დღისით ან ღამით გამოსაყენებლად.

2. ადზ-ს გვერდითი სანათები უნდა დამონტაჟდეს ადზ-ზე, როდესაც იგი განკუთვნილია საექსპლუატაციო მინიმუმით აფრენის განსახორციელებლად დღისით, 800 მ-ზე ნაკლები ხილვადობის სიშორით ადზ-ზე.

3. ადზ-ს გვერდითი სანათები უნდა განლაგდეს ადზ-ის მთელ სიგრძეზე, ორ პარალელურ რიგად, ღერძულა ხაზის გასწვრივ, თანაბარ მანძილზე.

4. ადზ-ს გვერდითი სანათები უნდა განლაგდეს ადზ-ს გვერდითა ნაპირის გასწვრივ ან ადზ-ს გვერდითი ნაპირების მიღმა, არაუმეტეს 3 მ-ის მანძილზე.

5. როდესაც ადზ-ს სიგანე აღემატება 60 მ-ს, უნდა განისაზღვროს მანძილი სანათების რიგებს შორის, ფრენის ხასიათის, ადზ-ს გვერდითი სანათების სინათლის განაწილების მახასიათებლების და სხვა ვიზუალური საშუალებების გათვალისწინებით, რომლებიც განკუთვნილია ადზ-ს მომსახურებისთვის.

6. ადზ-ს გვერდითი სანათები უნდა განლაგდეს რიგებად, არაუმეტეს 60 მ-ის ტოლი თანაბარი ინტერვალებით აღუჭურველი ადზ-ს შემთხვევაში და არაუმეტეს 100 მ-ის ტოლი ინტერვალებით აღუჭურველი ადზ-ს შემთხვევაში. სანათები უნდა განლაგდეს ადზ-ს ღერძულა ხაზის ორივე მხარეს მართობულად, ერთამანეთის პირისპირ. ადზ-ს გადაკვეთაზე სანათები შეიძლება განლაგდეს არათანაბრად ან არ განთავსდეს საერთოდ, თუ ორიენტირებისთვის პილოტისათვის უზრუნველყოფილი იქნება სათანადო საშუალებები.

7. ადზ-ს გვერდით სანათებს უნდა გააჩნდეს მუდმივი გამოსხივების, ცვალებადი თეთრი ფერი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

ა) ადზ-ს წანაცვლებული ზღურბლის შემთხვევაში სანათებს, ადზ-ს დასაწყისსა და წანაცვლებულ ზღურბლს შორის, გააჩნია წითელი ფერი დასაფრენად შესვლის მიმართულებით; და

ბ) ადზ-ს დაშორებულ ბოლოსთან სანათების 600 მ-იან მონაკვეთს ან ადზ-ს სიგრძის ერთი მესამედის ტოლ მონაკვეთს, იმისდა მიხედვით, თუ რომელია ნაკლები, რომლის ბოლოდანაც იწყება ასაფრენად გაქანება, შეიძლება იყოს ყვითელი ფერის.

8. ადზ-ს გვერდითი სანათები უნდა მოჩანდეს ყველა მიმართულებიდან, პილოტის საორიენტაციოდ, რომელიც ახორციელებს დაფრენას ან აფრენას ნებისმიერი მიმართულებით. იმ შემთხვევაში, როდესაც ადზ-ს გვერდითი სანათები განკუთვნილია წრეზე ფრენის მართვისათვის, ისინი უნდა მოჩანდნენ ყველა მიმართულებიდან.

9. ადზ-ს გვერდითი სანათების შუქი უნდა გავრცელდეს ყველა მიმართულებით, ჰორიზონტიდან არაუმეტეს 150-მდე კუთხით და ინტენსივობით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ხილვადობის პირობებსა და განათებას ადზ-ზე, რომელიც განკუთვნილია აფრენა-დაფრენისათვის. ნებისმიერ შემთხვევაში სინათლის ძალა უნდა იყოს, სულ მცირე, 50 კდ (კანდელი), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აეროდრომზე გარეშე განათების არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია სანათების ინტენსივობა შემცირდეს არანაკლებ 25 კდ-მდე, რათა გამოირიცხოს პილოტზე თვალისმომჭრელი ეფექტი.

10. დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი ადზ-ს გვერდითი სანათები უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის დამატება 2-ის А 2-9 ან А 2-10 ნახაზზე მოცემულ მოთხოვნებ