1. იმ შემთხვევაში, როდესაც პრაქტიკულად შეუძლებელია სავალდებულოდ შესასრულებებლი მითითებების შემცველი ნიშნის განხორციელება, მაშინ სავალდებულოდ შესასრულებელი მითითებების შემცველი მარკირება უნდა განთავსდეს ხელოვნური საფარის ზედაპირზე.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია საექსპლუატაციო მოსაზრებიდან გამომდინარე, მაგალითად 60 მ-ზე მეტი სიგანის მქონე სბ-ზე ან ადზ-ზე არასანქცირებული შეღწევის პრევენციის მიზნით, ნიშანს, რომელიც მოიცავს სავალდებულოდ შესასრულებელ მითითებებს, უნდა დაემატოს მარკირება, რომელიც მოიცავს სავალდებულოდ შესასრულებელ მითითებებს.

3. მარკირება, რომელიც მოიცავს სავალდებულოდ შესასრულებელ მითითებებს, უნდა განთავსდეს სბ-ს სიგანეზე, კოდური აღნიშვნით А, В, С ან D, სბ-ს ღერძულა ხაზის სიმეტრიულად, ადზ-თან მოცდის ადგილის მარკირების მხარეს, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-14 ნახაზის (ა) ვარიანტზე. მანძილი აღნიშნული მარკირების უახლოეს კიდესა და ადზ-თან მოცდის ადგილის მარკირებას ან სბ-ს ღერძულა ხაზის მარკირებას შორის უნდა იყოს არანაკლებ 1 მ.

4. მარკირება, რომელიც მოიცავს სავალდებულოდ შესასრულებელ მითითებებს, უნდა განთავსდეს სბ-ზე, კოდური აღნიშვნით E ან F, მისი ღერძულა ხაზის მარკირების ორივე მხარეს და ადზ-თან მოცდის ადგილის მარკირების მხარეს, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-14 ნახაზის (ბ) ვარიანტზე. ნახაზზე. მანძილი აღნიშნული მარკირების უახლოეს კიდესა და ადზ-თან მოცდის ადგილის მარკირებას ან სბ-ს ღერძულა ხაზის მარკირებას შორის უნდა იყოს არანაკლებ 1 მ.

5. მარკირება, რომელიც მოიცავს სავალდებულოდ შესასრულებელ მითითებებს, წარმოადგენს თეთრი ფერის წარწერას წითელ ფონზე. გარდა მარკირებისა „NO ENTRY“ („შესვლა აკრძალულია“), რომელიც გადასცემს ანალოგიურ ინფორმაციას, რასაც ნიშანი, რომელიც მოიცავს სავალდებულოდ შესასრულებელ მითითებებს.

6. მარკირება „NO ENTRY“ წარმოადგენს თეთრი ფერის წარწერას წითელ ფონზე.

7. იმ შემთხვევაში, როდესაც მარკირება და საფარის ზედაპირი არ არის საკმაოდ კონტრასტული, მარკირება, რომელიც მოიცავს სავალდებულოდ შესასრულებელ მითითებებს, უნდა დაკონტურდეს თეთრი ან შავი ფერის საღებავით.

8. C, D, E ან F კოდური აღნიშვნის შემთხვევაში, მარკირებისთვის, რომელიც მოიცავს სავალდებულოდ შესასრულებელ მითითებებს, სიმბოლოს სიმაღლე უნდა იყოს 4 მ, ხოლო А ან В კოდური აღნიშვნის შემთხვევაში – 2 მ. სიმბოლოების ფორმა და ზომა უნდა შეესაბამებოდნენ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის დამატება 3-ის მოთხოვნებს.

9. მარკირებისათვის, რომელიც მოიცავს სავალდებულოდ შესასრულებელ მითითებებს, ფონი უნდა იყოს მართკუთხა ფორმის და ჰორიზონტალური და ვერტიკალური მიმართულებით სიმბოლოებიდან დაცილება უნდა იყოს არანაკლებ 0,5 მ-ი