1. საჰაერო ხომალდის შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების არე უნდა მოეწყოს იმ აეროდრომზე, სადაც მოსალოდნელია სხ-ის შემოყინვა.

2. შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების არე უნდა შეიქმნას საჰაერო ხომალდის სადგომზე ან გარკვეულ დაშორებულ მოედანზე, ადზ-ზე გამყვანი სბ-ს გასწვრივ, იმ პირობით, რომ არსებობს სადრენაჟე სისტემა, შემოყინვის საწინააღმდეგო ზედმეტი სითხეების დაგროვების და უტილიზაციის მიზნით, რათა არ მოხდეს გრუნტის წყლების დაბინძურება. ასევე, გასათვალისწინებელია საჰაერო მოძრაობის მოცულობისა და აფრენების სიხშირე.

3. შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების დაშორებული არე უნდა განთავსდეს აეროდრომის დაცვის არის ზედაპირების გარეთ, რათა დაბრკოლება არ შეექმნას სარადიოლოკაციო საშუალებების მუშაობას და სრულად ჩანდეს სამეთვალყურეო კოშკურიდან, დამუშავებული სხ-სთვის აფრენის ნებართვის გაცემის მიზნით.

4. შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების დაშორებული არე უნდა განთავსდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს დაჩქარებული მოძრაობის ნაკადი, შემოვლის შესაძლებლობით და გამოირიცხოს არასტანდარტული მანევრის განხორციელების აუცილებლობა მოედანზე შესვლის და გამოსვლის დროს.

5. შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშვების მოედნის ზომა უნდა შეესაბამებოდეს გარკვეული კატეგორიის ყველაზე დიდი საჰაერო ხომალდის სადგომის ზომებს. ამასთან, საჰაერო ხომალდის ყოველი მხრიდან უნდა იყოს მინიმუმ 3,8 მ ხელოვნურსაფარიანი ღია სივრცე, შემოყინვის საწინააღმდეგო საშუალებების გადასაადგილებლად.

6. შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების მოედნების საჭირო რაოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მეტეოროლოგიური მონაცემები, დამუშავებას დაქვემდებარებული სხ-ის ტიპი, შემოყინვის საწინააღმდეგო სითხით დამუშავების მეთოდი, გამფრქვევი მოწყობილობის ტიპი და წარმადობა და სხ-ის აფრენების მაქსიმალური რაოდენობა.

7. შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების მოედანს უნდა გააჩნდეს შესაბამისი ქანობი, არეში სათანადო დრენაჟირების უზრუნველყოფის და საჰაერო ხომალდიდან ჩამონადენი შემოყინვის საწინააღმდეგო ზედმეტი სითხის შესაკრებად. მაქსიმალური გრძივი ქანობი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მცირე, ხოლო განივი ქანობი არ უნდა აღემატებოდეს 1%-ს.

8. შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების მოედნის საფარი უნდა იყოს ისეთი, რომ გაუძლოს საჰაერო ხომალდის მოძრაობით გამოწვეულ დატვირთვას, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ მოედანზე (ისევე, როგორც ბაქანზე) ხორციელდება ინტენსიური მოძრაობა, ხოლო დაბალი სიჩქარით მოძრაობისას ან უძრავ მდგომარეობაში ყოფნისას, დატვირთვა გაცილებით მეტია, ვიდრე ადზ-ზე.

9. შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების მოედანზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მინიმალური უსაფრთხო მანძილი, სხ-ის სადგომებისათვის. როდესაც მოედნის კონფიგურაცია უზრუნველყოფს სხ-ის მოძრაობისას შემოვლის შესაძლებლობას, გასათვალისწინებელია ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-3 ცხრილის მე-13 სვეტში მითითებული მინიმალური გამყოფი მანძილები.

10. თუ შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების მოედანი ესაზღვრება ძირითად სბ-ს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სბ-ს მინიმალური გამყოფი მანძილი, რომელიც მითითებულია ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-3 ცხრილის მე-11 სვეტში და მე-2 დანართის მე-4 ნახაზის შესაბამისად.

11. შემოყინვის საწინააღმდეგო სითხით დამუშავების ადგილზე უნდა მოეწყოს ცალკე სადრენაჟე სისტემა, რათა არ მოხდეს ამ სითხის შერევა ზედაპირზე არსებულ წყლის ნაკადთან, გრუნტის წყლების დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით.

თავი IV. ვიზუალური სააერნაოსნო საშუალებე