1. აეროდრომზე, საშუალო ან ინტენსიური მოძრაობის არსებობის შემთხვევაში უნდა მოხდეს მოსაცდელი მოედნ(ებ)ის მოწყობა.

2. ადზ-თან მოსაცდელი ადგილები უნდა მოეწყოს:

ა) სბ-ზე, ადზ-ს და სბ-ს გადაკვეთაზე; და

ბ) ადზ-ს სხვა ადზ-თან გადაკვეთის ადგილზე, თუ პირველი ადზ წარმოადგენს სტანდარტული სამიმოსვლო მარშრუტის ნაწილს.

3. ადზ-თან მოსაცდელი ადგილი უნდა მოეწყოს სბ-ზე იმ შემთხვევაში, თუ მისი განთავსების ადგილი ისეთია, რომ მოძრავმა სხ-მა ან სატრანსპორტო საშუალებამ შეიძლება დაარღვიოს აეროდრომის დაცვის არის ზედაპირი ან დაბრკოლება შეუქმნას სანავიგაციაო საშუალებების მუშაობას.

4. შუალედური მოსაცდელი ადგილი უნდა მოეწყოს სბ-ს ნებისმიერ წერტილში, რომელიც არ წარმოადგენს ადზ-თან მოსაცდელ ადგილს, სადაც სასურველია განისაზღვროს მოსაცდელი ადგილის კონკრეტული ზღვარი.

5. მოძრაობის მარშრუტზე მოსაცდელი ადგილი უნდა მოეწყოს მოძრაობის მარშრუტის ადზ-თან გადაკვეთის ადგილზე.

6. მანძილი მოსაცდელ მოედანს, ადზ-თან მოსაცდელ ადგილს, რომელიც მოწყობილია სბ-ს/ადზ-ს გადაკვეთის ადგილზე, ან მოძრაობის მარშრუტზე მოსაცდელ ადგილსა და ადზ-ს ღერძულა ხაზს შორის უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-4 ცხრილით განსაზღვრულ მნიშვნელობას, ხოლო დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი ადზ-ს შემთხვევაში, ეს მანძილი უნდა იყოს ისეთი, რომ მოსაცდელ მოედანზე მყოფმა საჰაერო ხომალდმა ან სატრანსპორტო საშუალებამ არ შეუქმნას დაბრკოლება სანავიგაციო საშუალებების მუშაობას.

7. 700 მ-ზე (2300 ფუტზე) მეტი შემაღლების შემთხვევაში, დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი ადზ-თვის, კოდური ნომრით 4, ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-4 ცხრილში მოცემული მანძილი – 90 მ, უნდა გაიზარდოს შემდეგი თანაფარდობთ:

ა) 2000 მ (6600 ფტ) შემაღლებამდე: 1 მ ყოველ 100 მ-ზე (330 ფტ);

ბ) 2000 მ-დან 4000 მ-მდე (13 320 ფტ) შემაღლებისთვის: 13 მ, დამატებული 1.5 მ ყოველ 100 მ-ზე (330 ფტ);

გ) 4000 მ-დან (13 320 ფტ) 5000 მ-მდე (16 650 ფტ) შემაღლებისთვის: 43 მ, დამატებული 2 მ ყოველ 100 მ-ზე (330 ფტ).

8. თუ დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილ ადზ-ზე, კოდური აღნიშვნით 4, მოცდის მოედანის ან მოძრაობის მარშრუტზე მოსაცდელი ადგილის შემაღლება მეტია ადზ-ს ზღურბლის შემაღლებაზე, მაშინ ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-4 ცხრილით განსაზღვრული მანძილი – 90 მ ან, შესაბამის შემთხვევაში, 107,5 მ დამატებით იზრდება 5 მ-ით, მოედნის ან ადზ-ს ზღურბლთან მოსაცდელი ადგილის შემაღლების ყოველ მეტრზე.

9. ადზ-თან მოსაცდელი ადგილი, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უნდა განთავსდეს ისე, რომ მოლოდინის რეჟიმში მყოფმა საჰაერო ხომალდმა ან სატრანსპორტო საშუალებამ არ დაარღვიოს დაბრკოლებისაგან თავისუფალი არე (OFZ), დასაფრენად შესვლის ზედაპირი, აფრენისას სიმაღლის აღების ზედაპირი ან ILS/MLS კრიტიკული/მგრძნობიარე არე და არ შეუქმნას დაბრკოლება სარადიოლოკაციო საშუალებების მუშაობ