1. სიმაღლის რადიომზომის სამუშაო არე, სადაც ეს ფაქტობრივად შესაძლებელია, უნდა განთავსდეს დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი ადზ-ს ზღურბლის წინა არეში.
2. სიმაღლის რადიომზომის სამუშაო არე ვრცელდება ადზ-ს ზღურბლიდან, სულ მცირე, 300 მ-ზე.
3. სიმაღლის რადიომზომის სამუშაო არე ვრცელდება ადზ-ს ღერძულა ხაზის გაგრძელების ორივე მხარეს 60 მ-ზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განსაკუთრებული გარემოებების გამო, აღნიშნული მანძილი შეიძლება შემცირდეს 30 მ-მდე, მაგრამ არანაკლებ ამ სიდიდისა, თუ სააერნაოსნო კვლევის შედეგად განისაზღვრება, რომ ზომების შემცირება უარყოფით ზეგავლენას არ იქონიებს ფრენის უსაფრთხოებაზე.
4. სიმაღლის რადიომზომის სამუშაო არის გრძივი ქანობის ცვლილება, შეძლებისდაგვარად, უნდა იყოს აცილებული ან მინიმუმამდე დაყვანილი. იმ შემთხვევაში, თუ ქანობის ცვლილება გარდაუვალია, იგი უნდა იყოს რაც შეიძლება მდორე და გამოირიცხოს მკვეთრი გადასვლა ან მკვეთრი უკუქანობი. ორ მოსაზღვე დახრას შორის სხვაობის მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს 2%-ს 30 მ-ზ