1. როდესაც ადზ-ს ბოლოში არ არის სბ ან მოსაბრუნებელი სბ და ადზ-ს კოდური აღნიშვნა არის D, E ან F, მაშინ ადზ-ზე უნდა მოეწყოს მოსაბრუნებელი მოედანი ისე, რომ სხ-მა შეძლოს 1800-ით მობრუნება, ამ რეგლამენტის მე-2 დანართის პირველი ნახაზის შესაბამისად.

2. თუ ადზ-ს ბოლოში არ არის სბ ან მოსაბრუნებელი სბ და ადზ-ს კოდური აღნიშვნა არის A, B ან C, მაშინ ადზ-ზე საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მობრუნების მოედანი ისე, რომ სხ-ის საექსპლუატაციო მახასიათებლებიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყოს მისი 1800-ით მობრუნება. მოსაბრუნებელი მოედანი ასევე შესაძლებელია მოეწყოს ადზ-ს გასწვრივ ნებისმიერ ადგილზე, რათა შემცირდეს იმ სხ-ის გადაადგილების დრო და მანძილი, რომლებიც საექსპლუატაციო მახასიათებლებიდან გამომდინარე არ საჭიროებენ ადზ-ს მთელ სიგრძეს.

3. მობრუნების მოედანი შეიძლება განთავსდეს ადზ-ს მარცხენა ან მარჯვენა მხარეს და ერწყმოდეს ადზ-ს ზედაპირს, ადზ-ს ბოლოებში ან საჭიროებიდან გამომდინარე ადზ-ს შუალედურ მონაკვეთებზე.

4. ადზ-ს და მოსაბრუნებელი მოედნის გადაკვეთის კუთხე არ უნდა აღემატებოდეს 300-ს.

5. ადზ-ზე მოსაბრუნებელი მოედნის პროექტრებისას, გასათვალისწინებელია სხ-ის წინა ბორბლის მობრუნების კუთხე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 450-ს.

6. ადზ-ზე მოსაბრუნებელი მოედანი უნდა დაპროექტდეს ისე, რომ მობრუნებისას სხ-ის შასის გარე ბორბალი მოედნის კიდიდან დაცილებული იყოს არანაკლებ:

ა) 1,5 მ-ით, როდესაც ადზ-ს კოდური აღნიშვნა არის A;

ბ) 2,25 მ-ით, როდესაც ადზ-ს კოდური აღნიშვნა არის B;

გ) 3 მ-ით, თუ მოსაბრუნებელი მოედანი გამოიყენება ისეთი სხ-ის მიერ, რომლის შასის ბაზა 18 მ-ზე ნაკლებია და ადზ-ს კოდური აღნიშვნა არის C;

დ) 4.5 მ-ით, თუ მოსაბრუნებელი მოედანი გამოიყენება ისეთი სხ-ის მიერ, რომლის შასის ბაზა ტოლია ან აღემატება 18 მ-ს და ადზ-ს კოდური აღნიშვნა არის C

ე) 4.5 მ-ით, როდესაც ადზ-ს კოდური აღნიშვნა არის D, E ან F.

7. აეროდრომებზე, სადაც დაიკვირვება არახელსაყრელი ამინდის პირობებში, საფარზე შეჭიდების მახასიათებლების ხშირი გაუარესება, მოსაბრუნებელი მოედნის კიდე სხ-ის შასის გარე ბორბლიდან დაცილებული უნდა იყოს არანაკლებ 6 მ-ით, როდესაც მითითებულია კოდური აღნიშვნა E ან F.

8. ადზ-ზე მოსაბრუნებელი მოედნის გრძივი და განივი ქანობი ისეთი უნდა იყოს, რომ გამოირიცხოს ზედაპირზე წყლის დაგროვება და გაადვილდეს წყლის სწრაფი გადადინება. მობრუნების მოედნის დახრილობა ისეთივე უნდა იყოს, როგორც ადზ-ს დახრილობა, რომელსაც იგი უერთდება.

9. ადზ-ზე მოსაბრუნებელი მოედნის საფარის სიმტკიცე ისეთივე უნდა იყოს, როგორც ადზ-ს საფარის სიმტკიცე, რომელსაც იგი უერთდება და ემსახურება. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ მოსაბრუნებელ მოედანზე, სხ მოძრაობს დაბალი სიჩქარით და ასრულებს მკვეთრი ბრუნის მანევრს, რის გამოც საფარის დატვირთვა უფრო მეტია.

10. ადზ-ზე მოსაბრუნებელ მოედანს არ უნდა ჰქონდეს უსწორმასწორო ზედაპირი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს იმ სხ-ის დაზიანება, რომელიც სარგებლობს აღნიშნული მოედნით.

11. ადზ-ზე მოსაბრუნებელი მოედნის ზედაპირის მოწყობა ან შეცვლა უნდა განხორციელდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ზედაპირზე შეჭიდების სათანადო მახასიათებლები, არანაკლებ იმ ადზ-ს შეჭიდების მახასიათებლებისა, რომელსაც ის უერთდება.

12. ადზ-ზე მოსაბრუნებელი მოედანი უზუნველყოფილი უნდა იყოს ისეთი სიგანის უსაფრთხოების გვერდითა ზოლით, რომელიც აღკვეთს ყველაზე დიდი სხ-ის მიერ, ბრუნის შესრულებისას, რეაქტიული ძრავის ჭავლით გამოწვეულ ზედაპირის ეროზიას და სხ-ის ძრავის შესაძლო დაზიანებას რომელიმე უცხო საგნით.

13. ადზ-ზე მოსაბრუნებელი მოედნის უსაფრთხოების გვერდითა ზოლის მინიმალური სიგანის გაანგარიშება უნდა მოხდეს ყველაზე დიდი საჰაერო ხომალდის გარე ძრავის გათვალისწინებით და ამგვარად, იგი შეიძლება აღემატებოდეს შესაბამისი ადზ-ს უსაფრთხოების გვერდითა ზოლის სიგანეს.

14. ადზ-ზე მოსაბრუნებელი მოედნის უსაფრთხოების გვერდითა ზოლის საფარის სიმტკიცე უნდა იყოს ისეთი, რომ სხ-ის შემთხვევით გადაცდენისას გაუძლოს დატვირთვას, არ გამოიწვიოს სხ-ის კონსტრუქციის დაზიანება და გაუძლოს დამხმარე სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დატვირთვას, რომლებიც შესაძლოა მუშაობდნენ უსაფრთხოების გვერდითა ზოლზ