1. სამიმოსვლო ბილიკის ზოლი მოიცავს სამიმოსვლო ბილიკს, სადგომზე მიმოსვლის ზოლის გარდა.

2. სბ-ს ზოლი განთავსდება სბ-ს ღერძულა ხაზის ორივე მხარეს სიმეტრიულად, მის მთელ სიგრძეზე და ღერძულა ხაზიდან მისი სიგანე უნდა იყოს, სულ მცირე, ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-3 ცხრილის მე-11 სვეტში მოცემული სიდიდისა.

3. სბ-ს ზოლი თავისუფალი უნდა იყოს ობიექტებისაგან, რომელთაც შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან სხ-ის მიმოსვლას.

4. სბ-ს ზოლის ცენტრალური ნაწილი უნდა წარმოადგენდეს მოშანდაკებულ მონაკვეთს სბ-ს ღერძულა ხაზიდან არანაკლებ:

ა) 11 მ-სა, როდესაც კოდური აღნიშვნაა A;

ბ) 12,5 მ-სა, როდესაც კოდური აღნიშვნაა B და C;

გ) 19 მ-სა, როდესაც კოდური აღნიშვნაა D;

დ) 22 მ-სა, როდესაც კოდური აღნიშვნაა E; და

ე) 30 მ-სა, როდესაც კოდური აღნიშვნაა F.

5. სბ-ს ზოლის ზედაპირი უნდა მოეწყოს სბ-ს ნაპირის ან სბ-ს უსაფრთხოების გვერდითა ზოლის (თუ ის არსებობს) ზედაპირის დონეზე და მისი აღმავალი განივი ქანობი არ უნდა აღემატებოდეს:

ა) 2.5%-ს სბ-ს ზოლისთვის, როდესაც კოდური აღნიშვნაა C, D, E ან F;

ბ) 3%-ს სბ-ს ზოლისთვის, როდესაც კოდური აღნიშვნაა A ან B.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოცემულ შემთხვევაში, აღმავალი დახრილობა იზომება მომიჯნავე სბ-ს ზედაპირის განივ დახრილობასთან მიმართებით და არა ჰორიზონტალურ სიბრტყესთან მიმართებით. ხოლო მისი დაღმავალი განივი ქანობი, რომელიც იზომება ჰორიზონტალურ სიბრტყესთან მიმართებით, არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს.

7. სბ-ს ზოლის მოუშანდაკებელი მონაკვეთის ნებისმიერი ნაწილის განივი ქანობი არ უნდა აღემატებოდეს სბ-დან გაზომილ აღმავალ ან დაღმავალ 5%-იან ქანობ