1. სბ-ს სწორხაზოვან მონაკვეთზე, როდესაც კოდური აღნიშვნა არის C, D, E ან F, გასათვალისწინებელია უსაფრთხოების გვერდითა ზოლი, რომელიც უნდა განთავსდეს სბ-ს ორივე მხარეს სიმეტრიულად ისე, რომ სბ-ს საერთო სიგანე უსაფრთხოების გვერდითა ზოლებით იყოს არანაკლები:
ა) 60 მ-სა, როდესაც კოდური აღნიშვნა არის F;
ბ) 44 მ-სა, როდესაც კოდური აღნიშვნა არის E;
გ) 38 მ-სა, როდესაც კოდური აღნიშვნა არის D;
დ) 25 მ-სა, როდესაც კოდური აღნიშვნა არის C.
2. მოსახვევებზე, სბ-თან მიერთების ან გადაკვეთის ადგილებზე, სადაც ხელოვნურსაფარიან მონაკვეთებს გააჩნიათ დიდი ფართობი, უსაფრთხოების გვერდითა ზოლის სიგანე უნდა იყოს არანაკლები სბ-ს მოსაზღვრე სწორხაზოვანი უბნის უსაფრთხოების გვერდითა ზოლის სიგანისა.
3. სბ-ს უსაფრთხოების გვერდითა ზოლის ზედაპირი, რომელიც განკუთვნილია ტურბინული ძრავის მქონე საჰაერო ხომალდების მიერ გამოსაყენებლად, უნდა მომზადდეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული საფარის ეროზია და ძრავაში ფრაგმენტების მოხვედრ