1. ჩქაროსნულ გამომყვან სბ-ზე სბ-ს ღერძულა ხაზის სანათების დასაწყისი უნდა განლაგდეს წერტილში, რომელიც მდებარეობს სბ-ს ღერძულა ხაზის მოსახვევიდან, სულ მცირე, 60 მ-ის მანძილზე და გაგრძელდეს მოსახვევის დამთავრების ბოლო წერტილამდე, სადაც სხ-ის მიმოსვლის სიჩქარე აღწევს ნორმალურ მნიშვნელობას. ადზ-ს ღერძულა ხაზის პარალელურ მონაკვეთზე სანათები, ნებისმიერ ვითარებაში, უნდა განლაგდეს, სულ მცირე, 60 სმ-ის მანძილზე ადზ-ს ღერძულა ხაზის სანათების ნებისმიერი რიგიდან ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 30-ე ნახაზის შესაბამისად.

2. სბ-ს ღერძულა ხაზის სანათები უნდა განლაგდეს არაუმეტეს 15 მ-ის ტოლი გრძივი ინტერვალებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადზ-ს ღერძულა ხაზის სანათები არ არის დამონტაჟებული და შეიძლება უფრო დიდი, მაგრამ არაუმეტეს 30 მ-ის ინტერვალების გამოყენებ