1. ადზ-ზე მოსაბრუნებელი მოედნის სანათები უნდა განთავსდეს მასზე მუდმივი ორიენტირების უზრუნველსაყოფად, როდესაც იგი გამოიყენება ადზ-ზე 350 მ-ზე ნაკლები ხილვადობის სიშორის პირობებში, რათა შესაძლებელი იყოს სხ-ის 1800-ით მობრუნება და ადზ-ს ღერძულა ხაზის მიმართულების დაკავება.
2. მოსაბრუნებელი მოედნის სანათები უნდა განთავსდეს ადზ-ზე, როდესაც იგი გამოიყენება ღამის პირობებში.
3. ადზ-ზე მოსაბრუნებელი მოედნის სანათები, უნდა განთავსდეს მოსაბრუნებელი მოედნის მარკირებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სანათები წანაცვლდება არაუმეტეს 30 სმ-ით, თუ მათი განთავსება მარკირებაზე ფაქტობრივად შეუძლებელია.
4. ადზ-ზე მოსაბრუნებელი მოედნის სანათები, მოსაბრუნებელი მოედნის მარკირების სწორხაზოვან მონაკვეთზე, უნდა განთავსდეს არაუმეტეს 15 მ-იანი გრძივი ინტერვალებით.
5. ადზ-ზე მოსაბრუნელი მოედნის სანათები, მოსაბრუნებელი მოედნის მარკირების მრუდხაზოვან მონაკვეთზე, უნდა განთავსდეს არაუმეტეს 7.5 მ-ის ინტერვალებით.
6. ადზ-ზე მოსაბრუნებელი მოედნის სანთები უნდა იყოს მიმართული მუდმივი გამოსხივების, მწვანე ფერის ნათებით, რომლის სხივის ზომები უნდა იყოს ისეთი, რომ სინათლე მოჩანდეს მხოლოდ თვითმფრინავიდან, რომელიც იმყოფება ადზ-ს მოსაბრუნებელ მოედანზე ან უახლოვდება მას.
7. ადზ-ზე მოსაბრუნებელი მოედნის სანათები უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მე-2 დამატების 2-ის A2-13, A2-14 ან A2-15 ნახაზებზე მოცემულ მოთხოვნებ