1. ტელესკოპურ ტრაპთან ვიზუალური შეპირაპირების სისტემის გამოიყენება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ ვიზუალური საშუალებებით ხორციელდება ბაქანზე საჰაერო ხომალდის სადგომის მითითება და არ ხდება სხვა ალტერნატიული საშუალებების (მაგალითად – მარშალერის) გამოყენება.
2. ვიზუალური შეპირაპირების სისტემამ უნდა უზრუნველყოს როგორც აზიმუტური დამიზნება, ისე ადგილის მითითება, სადაც უნდა გაჩერდეს საჰაერო ხომალდი.
3. აზიმუტური დამიზნების ბლოკი და გაჩერების ადგილის მაჩვენებელი უნდა გამოიყენებოდეს ამინდის ნებისმიერ პირობებში, ხილვადობის, ფონური განათების პირობებში და საფარის ნებისმიერი მდგომარეობის დროს, როდესაც დაგეგმილია სისტემის გამოყენება როგორც დღისით, ისე ღამით და არ იქონიოს პილოტზე დამაბრმავებელი ზემოქმედება.
4. აზიმუტური დამიზნების ბლოკი, გაჩერების ადგილის მაჩვენებელი, უნდა დაპროექტდეს ისე, რომ:
ა) ერთი ან ორივე მაჩვენებლის გაუმართაობის შემთხვევაში, პილოტს გარკვევით მიეთითოს აღნიშნული გაუმართაობის შესახებ; და
ბ) შესაძლებელი იყოს მათი გამორთვა.
5. აზიმუტური დამიზნების ბლოკი და გაჩერების ადგილის მაჩვენებელი უნდა განთავსდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს უწყვეტი დამიზნება საჰაერო ხომალდების სადგომების მარკირების, სადგომებზე სამანევრო სანათების, თუ ასეთი არსებობს, და ტელესკოპური ტრაპის ვიზუალური შეპირაპირების სისტემის გათვალისწინებით.
6. სისტემის სიზუსტე უნდა შეესაბამებოდეს ჩამტვირთველი ტრაპის ტიპს და საჰაერო ხომალდის მომსახურეობის სტაციონარულ დანადგარებს.
7. სისტემა გამოყენებადი უნდა იყოს ყველა ტიპის სხ-ის მიერ, რომლისთვისაც განკუთვნილია სხ-ის სადგომი, შერჩევითი ექსპლუატაციის გარეშე.
8. როდესაც შერჩევითი ექსპლუატაცია საჭიროა სისტემის მოსამზადებლად, კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდის მიერ გამოსაყენებლად ამ შემთხვევაში სისტემაში გათვალისწინებული უნდა იყოს სხ-ის შერჩეული ტიპის აღნიშვნა როგორც პილოტის, ასევე სისტემის ოპერატორისთვის, როგორც სისტემის სამუშაოებისთვის სათანადო მზადყოფნის გარანტია.
9. აზიმუტური მიმართვის ბლოკი უნდა უნდა განთავსდეს სხ-ის სადგომის ღერძულა ხაზის გაგრძელებაზე ან მის სიახლოვეს, საჰაერო ხომალდის წინ ისე, რომ მისი სიგნალები მოჩანდეს საჰაერო ხომალდის პილოტის კაბინიდან შეპირაპირების სრული მანევრის განმავლობაში ან ხედავდეს მარცხენა სავარძელში მჯდომი პილოტი.
10. აზიმუტით მიმართვის ბლოკი უნდა განთავსდეს ისე, რომ სიგნალს აკვირდებოდეს სხ-ის როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა სავარძელში მჯდომი ორივე პილოტი.
11. აზიმუტით მიმართვის ბლოკი უნდა უზრუნველყოფდეს სხ-ის მოძრაობის ცალსახა მართვას მარცხნივ/მარჯვნივ, სიგნალების მეშვეობით, რაც საშუალებას მისცემს პილოტს სხ გავიდეს მოძრაობის ხაზზე წინ და შეინარჩუნოს იგი ზედმეტი მანევრის გარეშე.
12. როდესაც სხ-ის აზიმუტით მიმართვა განხორციელდება ფერების ცვლილების მეშვეობით, მწვანე ფერის გამოყენება უნდა მოხდეს ღერძულა ხაზის ასაღნიშნავად, ხოლო წითელი ფერის – ღერძულა ხაზიდან გადახრის ასაღნიშნავად.
13. სხ-ის გაჩერების ადგილის მაჩვენებელი უნდა განთავსდეს აზიმუტური მიმართვის ბლოკთან ერთად ან მასთან საკმაოდ ახლოს, რათა პილოტს შეეძლოს დაინახოს როგორც აზიმუტური სიგნალები, ისე გაჩერების ადგილის მაჩვენებელი, თავის მოუბრუნებლად.
14. სხ-ის გაჩერების ადგილის მაჩვენებელს უნდა ხედავდეს როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა სავარძელში მჯდომი პილოტი.
15. სხ-ის გაჩერების ადგილის მაჩვენებლის ინდიკატორის ინფორმაცია კონკრეტული ტიპის სხ-სთვის უნდა ითვალისწინებდეს პილოტის თვალის დონის მოსალოდნელ გადახრის დიაპაზონს, სიმაღლის და/ან დაკვირვების კუთხის მიხედვით.
16. სხ-ის გაჩერების ადგილის მაჩვენებელი უნდა მიუთითებდეს სხ-ის დაყენების ადგილს, რომლისთვისაც განხორციელდება მიმართვა და უზრუნველყოფს ინფორმაციას მიახლოების სიჩქარის შესახებ, რაც საშუალებას მისცემს პილოტს თანდათანობით შეამციროს საჰაერო ხომალდის სიჩქარე, მისთვის გამოყოფილ ადგილზე სრულ გაჩერებამდე.
17. სხ-ის გაჩერების ადგილის მაჩვენებელმა, სულ მცირე, 10 მ-ის მანძილზე უნდა გადასცეს ინფორმაცია მიახლოების სიჩქარეზე.
18. როდესაც გაჩერება მიეთითება სიგნალების ფერების ცვლილებით, მწვანე ფერის გამოყენება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, როდესაც საჰაერო ხომალდს უფლება ეძლევა იმოძრაოს, ხოლო წითელი ფერით მიეთითოს, რომ გაჩერების ადგილი მიღწეულია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაჩერების ადგილამდე მცირე მანძილზე შეიძლება მესამე ფერის გამოყენება – გაჩერების ადგილთან მიახლოების გასაფრთხილებლა