1. მოსაცდელი ადგილების სანათები ყენდება სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მარშრუტზე ადზ-თან დაკავშირებული მოცდის ყოველ ადგილას, თუ აღნიშნული ადზ გამოიყენება ადზ-ზე 550 მ-ზე ნაკლები ხილვადობის სიშორის პირობებში.
2. სატრანსპორტო საშუალებების მოძრობის მარშრუტზე მოსაცდელი ადგილების სანათები უნდა განლაგდეს მოსაცდელი ადგილების მარკირებასთან 1.5 მ-ის (±0.5 მ) მანძილზე, მოძრაობის მარშრუტის ერთ-ერთი მხრიდან, მარცხნიდან ან მარჯვნიდან, აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ, მოძრაობის მოწესრიგებისათვის დადგენილი წესების გათვალისწინებით.
3. სატრანსპორტო სშუალებების მოძრობის მარშრუტზე მოსაცდელი ადგილების სანათები უნდა შედგებოდეს:
ა) წითელი (მოძრაობა აკრძალულია)/მწვანე (მოძრაობა ნებადართულია) მართვადი შუქნიშნებისაგან; ან
ბ) წითელი ციმციმა სანათისაგან.
4. სატრანსპორტო სშუალებების მოძრობის მარშრუტზე მოსაცდელი ადგილების სანათები უნდა იყოს ერთი მიმართულების მქონე სანათები, რომელსაც დაინახავს მოსაცდელ ადგილს მიახლოებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლი.
5. სანათის სხივის ინტენსივობა უნდა შეესაბამებოდეს ხილვადობის და განათების პირობებს, როდესაც გამოიყენება მოსაცდელი ადგილი, მაგრამ სანათმა არ უნდა იქონიოს მძღოლზე თვალისმომჭრელი ზემოქმედება.
6. წითელი ციმციმა სანათები უნდა გამოსცემდეს 30-60 გაკრთომას წუთშ