1. საინფორმაციო ნიშანი უნდა განთავსდეს იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა მიეთითოს რომელიმე ობიექტის კონკრეტული ადგილმდებარეობა ან უზრუნველყოფილი იყოს ინფორმაცია მოძრაობის მარშრუტის შესახებ (მიმართულების ან დანიშნულების ადგილის შესახებ), პიკტოგრაფიული სახით მაჩვენებელი ნიშნები მოცემულია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 34-ე ნახაზზე
2. საინფორმაციო ნიშანი უნდა მოიცავდეს: მოძრაობის მიმართულების ნიშნებს, ადგილმდებარეობის მაჩვენებელ ნიშნებს, დანიშნულების ადგილის მაჩვენებელ ნიშნებს, ადზ-დან გასვლის მაჩვენებელ ნიშნებს, ადზ-ს გათავისუფლების მაჩვენებელ ნიშნებს და გადაკვეთის ადგილიდან აფრენის მაჩვენებელ ნიშნებს.
3. ადზ-დან გასვლის ნიშანი უნდა განთავსდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ნიშნის განთავსება საჭიროა ადზ-ს საქსპლუატაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე.
4. ადზ-ს გათავისუფლების ნიშანი უნდა განთავსდეს იმ შემთხვევაში, როდესაც გამომყვან სბ-ზე განთავსებული არ არის სბ-ი ღერძულა ხაზის სანათები და საჭიროა ადზ-დან გამსვლელი სხ-ის პილოტს მიეთითოს, ILS/MLS კრიტიკული/მგრძნობიარე არის პერიმეტრი ან გარდამავალი შიდა ზედაპირის ქვედა საზღვარი, იმისდა მიხედვით, თუ რომელიც უფრო შორს არის განლაგებული ადზ-ი ღერძულა ხაზიდან.
5. გადაკვეთის ადგილიდან აფრენის ნიშანი საჭიროა განთავსდეს საექსპლუატაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, გადაკვეთის ადგილიდან ასაფრენად გარბენისთვის არსებული მანძილის მისათითებლად.
6. აეროდრომზე, კონკრეტული დანიშნულების ადგილისკენ, როგორიცაა სატვირთო არე, საერთო დანიშნულების საავიაციო არე და ა.შ., მიმართულების მითითების აუცილებლობისას უნდა განთავსდეს დანიშნულების ადგილის მაჩვენებელი ნიშანი.
7. ადგილმდებარეობის და მოძრაობის მიმართულების გაერთიანებული ნიშანი უნდა გათავსდეს იმ შემთხვევაში, როდესაც იგი განკუთვნილია სბ-ს გადაკვეთამდე მოძრაობის მარშრუტის შესახებ ინფორმაციის მისათითებლად.
8. მოძრაობის მიმართულების ნიშანი უნდა განთავსდეს იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა, რომ მიეთითოს სბ-ს დანიშნულება და მიმართულება გადაკვეთის ადგილას.
9. ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი ნიშანი უნდა განთავსდეს შუალედურ მოსაცდელ ადგილთან.
10. ადგილმდებარეობის ნიშანი უნდა განთავსდეს ადზ-ს აღმნიშვნელ ნიშანთან ერთად, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც ხდება ადზ-ების გადაკვეთა.
11. ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი ნიშანი უნდა განთვსდეს მოძრაობის მიმართულების ნიშანთან ერთად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სააერნაოსნო კვლევის შედეგებიდან გამომდინარე შესაძლებელია მისი არ დაყენება.
12. ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი ნიშანი უნდა განთავსდეს სბ-ს ბაქანზე გასასვლელის ან გადაკვეთის შემდეგ სბ-ს მითითებისათვის.
13. როდესაც სბ მთავრდება “T“-სებრ გადაკვეთაზე, აუცილებელია მიეთითოს გადაკვეთის აღნიშვნა, განთავსდეს გადამღობი ნიშნები, მოძრაობის მიმართულების და/ან სხვა შესაბამისი ვიზუალური საშუალებები.
14. მაჩვენებელი ნიშნები, რომელიც მითითებულია ამ მუხლის მე-16 და 24-ე პუნქტებში, უნდა განლაგდეს სბ-ს მარცხენა მხარეს, ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-8 ცხრილში შესაბამისად.
15. სბ-ს გადაკვეთაზე ნიშნები უნდა განლაგდეს აღნიშნულ გადაკვეთამდე და შუალედური მოსაცდელი ადგილების მარკირების გვერდით. შუალედური მოსაცდელი ადგილების მარკირების არარსებობისას, მითითებული ნიშნები უნდა განთავსდეს 3 ან 4 კოდური აღნიშვნის მქონე გადამკვეთი სბ-ს ღერძულა ხაზიდან სულ მცირე 60 მ-ის მანძილზე და 1 და 2 კოდური აღნიშვნის შემთხვევაში – 40 მ-ის მანძილზე.
16. ადზ-დან გასვლის ნიშანი უნდა განთავსდეს ადზ-ს იმავე მხარეს (მარცხნივ ან მარჯვნივ), რომელ მხარესაც ხორციელდება გასვლა, ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-8 ცხრილის შესაბამისად.
17. ადზ-დან გასვლის ნიშანი უნდა განთავსდეს ადზ-დან გასვლის წერტილამდე ადგილში, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში მდებარეობს მინიმუმ 60 მ-ის მანძილზე დაფრენისას შეხების წერტილამდე, როდესაც კოდური აღნიშვნაა 3 ან 4 და მინიმუმ 30 მ-ის მანძილზე, როდესაც კოდური აღნიშვნაა 1 ან 2.
18. ადზ-ს გათავისუფლების ნიშანი უნდა განთავსდეს სულ მცირე სბ-ს ცალ მხარეს. მანძილი ადზ-ს ღერძულა ხაზსა და ნიშანს შორის უნდა იყოს არანაკლები შემდეგი უდიდესი მნიშვნელობისა:
ა) მანძილი ადზ-ს ღერძულა ხაზსა და ILS/MLS კრიტიკული/მგრძნობიარე ზონის პერიმეტრს შორის; ან
ბ) მანძილი ადზ-ს ღერძულა ხაზსა და შიდა გარდამავალი ზედაპირის ქვედა საზღვარს შორის.
19. როდესაც სბ-ს ადგილმდებარეობის ნიშანი ემთხვევა ადზ-ს გათავისუფლების ნიშანს, იგი უნდა განთავსდეს ადზ-ს გათავისუფლების ნიშნის გარეთა მხრიდან.
20. გადაკვეთის ადგილიდან აფრენის ნიშანი უნდა განთავსდეს შემსვლელი სბ-ს მარცხენა მხარეს. მანძილი ადზ–ს ღერძულ ხაზსა და ნიშანს შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 60 მ-ს, როდესაც ადზ-ს კოდური აღნიშვნაა 3 ან 4 და არანაკლებ 45 მ-ს, როდესაც ადზ-ს კოდური აღნიშვნაა 1 ან 2.
21. სბ-ს ადგილმდებარეობის ნიშანი, ადზ-ს აღნიშვნასთან ერთად, უნდა განთავსდეს ადზ-ს აღნიშვნის გარეთა მხრიდან.
22. დანიშნულების ადგილის ნიშანი არ უნდა ემთხვეოდეს და არ უნდა განთავსდეს მოძრაობის მიმართულების ან ადგილმდებარეობის აღმნიშვნელ ნიშანებთან ერთად.
23. მაჩვენებელი ნიშანი, გარდა ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი ნიშნისა, არ უნდა განთავსდეს იმ ნიშანთან ერთად, რომელიც შეიცავს სავალდებულოდ შესასრულებელ მითითებებს.
24. მოძრაობის მიმართულების ნიშანი, გადამღობი და/ან სხვა შესაბამისი ვიზუალური საშუალება, რომელიც გამოიყენება „T“-სებრი გადაკვეთის ასაღნიშნად, უნდა განთავსდეს სბ-ს გადაკვეთის მოპირდაპირედ.
25. მაჩვენებელ ნიშანს, გარდა ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი ნიშნისა, უნდა გააჩნდეს შავი ფერის წარწერა ყვითელ ფონზე.
26. ადგილმდებარეობის აღმნიშვნელ ნიშანს უნდა გააჩნდეს შავ ფონზე ყვითელი ფერის წარწერა, ხოლო სადაც განთავსდება მხოლოდ ეს ერთი ნიშანი, მას უნდა გააჩნდეს ყვითელი ფერის კონტური.
27. ადზ-დან გასვლის აღმნიშვნელ ნიშანზე წარწერა უნდა შედგებოდეს გამომყვანი სბ-ს აღნიშვნისა და ისრისაგან, რომელიც უნდა აჩვენებდეს მოძრაობის მიმართულებას.
28. ადზ-ს გათავისუფლების ნიშანზე წარწერა უნდა ასახავდეს ადზ-თან მოსაცდელი ადგილის „ა“ ტიპის მარკირებას, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 34-ე ნახაზზე.
29. გადაკვეთის ადგილიდან აფრენის ნიშანზე წარწერა უნდა შედგებოდეს ციფრული შეტყობინებისგან, რომელიც უნდა მიუთითებდეს გარბენისთვის არსებულ მანძილს მეტრებში და სათანადოდ იყოს განთავსებული და ორიენტირებული ისრით, რომელიც მიუთითებს აფრენის მიმართულებას, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 34-ე ნახაზზე.
30. დანიშნულების ადგილის აღმნიშვნელ ნიშანზე წარწერა უნდა შედგებოდეს ასოითი, ასოთ-ციფრული ან ციფრული შეტყობინებისგან, რომელიც უნდა მიუთითებდეს დანიშნულების ადგილს და დაემატოს ისარი, რომელიც უნდა მიუთითებდეს მოძრაობის მიმართულებას, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 34-ე ნახაზზე.
31. მოძრაობის მიმართულების ნიშანზე წარწერა უნდა შედგებოდეს ასოითი ან ასოთ-ციფრული შეტყობინებისგან, რომელიც უნდა მიუთითებდეს სბ-ს და დამატებული შესაბამისი სახით ორიენტირებული ერთი ან რამდენიმე ისრით და შესაბამისად დაემატოს ორიენტირების ისრები ან ისარი, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 34-ე ნახაზზე.
32. ადგილმდებარეობის აღმნიშვნელ ნიშანზე წარწერა უნდა შედგებოდეს სბ-ს, ადზ-ს ან სხვა ხელოვნურსაფარიანი ზედაპირის აღნიშვნისაგან, რომელზეც მდებარეობს ან რომელზეც გადის საჰაერო ხომალდი და ნიშანი არ მოიცავს ისრებს.
33. როდესაც ხორციელდება ერთ სბ-ზე შუალედური მოსაცდელი ადგილების ჩვენება, ადგილმდებარეობის ნიშანი უნდა შედგებოდეს სბ-ს აღნიშვნისა და ციფრებისაგან.
34. იქ, სადაც ადგილმდებარეობის ნიშანი ან მოძრაობის მიმართულების ნიშნები გამოიყენება ერთობლივად:
ა) მოძრაობის მიმართულების ყველა ნიშანი, რომელიც მიუთითებს მარცხენა ბრუნს, უნდა განთავსდეს ადგილმდებარეობის ნიშნის მარცხენა მხარეს, ხოლო მოძრაობის მიმართულების ყველა ნიშანი, რომელიც მიუთითებს მარჯვენა ბრუნს, უნდა განთავსდეს ადგილმდებარეობის ნიშნის მარჯვენა მხარეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მიერთების ადგილი მოიცავს ერთ გადამკვეთ სბ-ს, ადგილმდებარეობის ნიშანი, როგორც ალტერნატიული ვარიანტი, შეიძლება განლაგდეს მარცხენა მხრიდან;
ბ) მოძრაობის მიმართულების ნიშანი უნდა განთავსდეს ისე, რომ კუთხე ისრის მიმართულებასა და ვერტიკალს შორის გაიზარდოს შესაბამის სბ-დან გადახრის შესაბამისად;
გ) მოძრაობის მიმართულების შესაბამისი ნიშანი უნდა განთავსდეს ადგილმდებარეობის ნიშანთან ერთად, როდესაც მოძრაობის მიმართულება სბ-ს ადგილმდებარეობის მიმართ მკვეთრად იცვლება გადაკვეთის შემდეგ; და
დ) მოძრაობის მიმართულების მოსაზღვრე ნიშნებს ყოფს ვერტიკალური შავი ხაზი, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 34-ე ნახაზზე.
35. სბ აღინიშვნა უნდა შედგებოდეს ასოსაგან, ასოებისაგან ან ასოსა და ციფრების კომბინაციისაგან.
36. სბ-ს აღნიშვნისას არ უნდა იქნეს გამოყენებული I, O და X ლათინური ასოები და ისეთი სიტყვები, როგორიცაა „შიდა“ და „გარე“, რათა არ მოხდეს 1, 0 ციფრებთან და მოძრაობის დაკეტვის მისათითებელ მარკირებაში არევა.
37. სამანევრო არეზე მხოლოდ ციფრების გამოყენება უნდა რეზერვირდებოდეს ადზ-ს აღნიშვნისათვი