1. ნიშანი, რომელიც შეიცას სავალდებულოდ შესასრულებელ მითითებებს, უნდა გამოიყენებოდეს იმ ადგილის მოსანიშნად, რომლის შემდეგაც საჰაერო ხომალდის ან სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა დაუშვებელია, სააეროდრომო სამეთვალყურეო კოშკურის ნებართვის გარეშე, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 35-ე ნახაზზე.

2. ნიშანი, რომელიც შეიცავს სავალდებულოდ შესასრულებელ ინსტრუქციას, უნდა მოიცავდეს ადზ-ს აღნიშვნას, I, II და III კატეგორიის მოსაცდელი ადგილების ნიშნებს, ადზ-თან მოსაცდელი ადგილების ნიშნებს, მოძრაობის მარშრუტზე მოსაცდელი ადგილის ნიშნებს და ნიშნებს „შესვლა აკრძალულია”.

3. ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-12 ნახაზზე მოცემულ ნიმუში „ა“-ს მიხედვით განხორციელებული ადზ-თან მოსაცდელი ადგილის მარკირებას, სბ-ს და ადზ-ს გადაკვეთაზე ან ადზ-ების გადაკვეთის ადგილზე უნდა დაემატოს ადზ-ს აღმნიშვნელი ნიშანი.

4. ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-12 ნახაზზე მოცემულ ნიმუშ „ბ“-ს მიხედვით განხორციელებული ადზ-თან მოსაცდელი ადგილის მარკირებას, უნდა დაემატოს I, II და III კატეგორიის მოსაცდელი ადგილის ნიშნები.

5. ამ რეგლამენტის მე-2 დანართის მე-12 ნახაზზე მოცემულ ნიმუში „ა“-ს მიხედვით განხორციელებული ადზ-თან მოსაცდელი ადგილის მარკირებას, რომელიც განთავსებულია ადზ-თან მოსაცდელ ადგილას, უნდა დაემატოს ადზ-თან მოსაცდელი ადგილის ნიშანი.

6. სბ-ს და ადზ-ის კვეთაზე ადზ-ის ნიშანს აუცილებლობისას უნდა დაემატოს ადგილმდებარეობის აღნიშვნა, რომელიც დაყენებულია გარეთა (სბ-დან ყველაზე დაშორებული) მხრიდან.

7. იმ შემთხვევაში, როდესაც არეში შესვლა აკრძალულია, უნდა განთავსდეს ნიშანი „შესვლა აკრძალულია“.

8. სბ-სა და ადზ-ს კვეთაზე ან ადზ-ს ადზ-თან კვეთაზე ადზ-ს აღნიშვნა უნდა განთავსდეს ადზ-თან მოსაცდელი ადგილის მარკირების ყოველ მხარეს და უნდა მოჩანდეს ადზ-თან მიახლოების მიმართულებიდან.

9. I, II და III კატეგორიის მოსაცდელი ადგილის ნიშანი უნდა განთავსდეს ადზ-ს მოსაცდელი ადგილის მარკირების ყოველ მხარეს და უნდა მოჩანდეს კრიტიკულ არესთან მიახლოების მიმართულებიდან.

10. ნიშანი „შესვლა აკრძალულია“ უნდა განთვსდეს შესასვლელად აკრძალული არის დასაწყისში, სბ-ს ყოველ მხარეს, პილოტის თვალთახედვის მიმართულებით.

11. ადზ-თან მოსაცდელი ადგილის ნიშანი უნდა განთავსდეს ადზ-თან მოსაცდელი ადგილის ყოველ მხარეს და უნდა მოჩანდეს დაბრკოლებათა შეზღუდვის ზედაპირის ან ILS/MLS მგძნობიარე/კრიტიკულ არესთან მიახლოების მიმართულებით.

12. ნიშანი, რომელიც შეიცავს სავალდებულოდ შესასრულებელ ინსტრუქციას, უნდა შედგებოდეს თეთრი ფერის წარწერისგან წითელ ფონზე.

13. როდესაც გარემო პირობების ან სხვა ფაქტორების გავლენით, აუცილებელია სავალდებულოდ შესასრულებელი ინსტრუქციის შემცველ ნიშნებზე წარწერის შესამჩნეობის გაუმჯობესება, თეთრი წარწერის გარეთა კონტური დამატებით უნდა შემოისაზღვროს 10 მმ-ის მქონე შავი ფერით, როდესაც ადზ-ს კოდური აღნიშვნა 1 და 2 და 20 მმ-ის მქონე შავი ფერით, როდესაც ადზ-ს კოდური აღნიშვნაა 3 და 4.

14. ადზ-ს აღნიშვნაზე წარწერა უნდა შეიცავდეს გადამკვეთი ადზ-ს აღნიშვნას და ორიენტირებული იყოს სათანადოდ, ნიშნის ხედვის უზრუნველსაყოფად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ადზ-ს ბოლოს სიახლოვეს დაყენებული ადზ-ს აღნიშვნაზე შეიძლება მიეთითოს მხოლოდ ამ ადზ-ს ბოლოს აღნიშვნა.

15. I, II და III კატეგორიის ან ერთობლივი II/III ან ერთობლივი I/II/III კატეგორიის მოსაცდელი ადგილის ნიშანზე, შესაბამის შემთხვევაში, წარწერა უნდა შეიცავდეს ადზ-ს აღნიშვნას და ასოებსა და ციფრებს კატ. I, კატ II, კატ. III ან კატ II/III ან კატ. I/II/III.

16. აღნიშნვნა ნიშანზე „შესვლა აკრძალულია” უნდა შესრულდეს ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 33-ე ნახაზის მიხედვით.

17. ადზ-ს მოსაცდელ ადგილთან დაყენებულ ნიშანზე წარწერა უნდა შეიცავდეს სბ-ს აღნიშვნას და ციფრებს.

18. ნიშნებზე დატანილი აუცილებლად შესასრულებელი ინფორმაციის წარწერები/სიმბოლოები უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 33 ნახაზზე მოცემულ სტანდარტებ