1. აეროდრომზე VOR-ის შემოწმების პუნქტის აღნიშვნა უნდა მოხდეს შესაბამისი მარკირებითა და ნიშნებით.
2. აეროდრომზე VOR-ის შემოწმების პუნქტის ნიშანი უნდა განთავსდეს ამ პუნქტთან რაც შეიძლება ახლოს და ისე, რომ წარწერა ჩანდეს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის კაბინიდან, რომელიც სწორად დგას VOR-ის შემოწმების სააეროდრომო პუნქტის მარკირებაზე.
3. აეროდრომზე VOR-ის შემოწმების პუნქტის ნიშანი უნდა შედგებოდეს შავი ფერის წარწერისაგან ყვითელ ფონზე.
4. აეროდრომზე VOR-ის შემოწმების პუნქტის ნიშნის წარწერა უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 36-ე ნახაზზე მოცემულ ერთ-ერთ ვარიანტს, სადაც:
ა) VOR (შემოკლება) – უნდა აღნიშავდეს აეროდრომზე VOR-ის შემოწმების ადგილს;
ბ) 116.3 – არის VOR-ის სისტემის რადიოსიხშირის მაგალითი;
გ) 1470 – მსგავსად უნდა გამოისახოს VOR-ის სისტემის პელენგი, რომელიც უნდა დამრგვალდეს ერთ გრადუსამდე და მიეთითოს VOR-ის შემოწმების პუნქტზე;
დ) 4.3 NM – მსგავსად უნდა გამოისახოს VOR-ის აღნიშნულ სისტემასთან ერთად განლაგებულ მანძილსაზომ აღჭურვილობამდე (DME) მანძილი, საზღვაო მილებში (NM