1. ნიშნების მეშვეობით უნდა ხდებოდეს სავალდებულოდ შესასრულებელი მითითებების გადაცემა, კონკრეტული ადგილმდებარეობის ან სამუშაო მოედანზე დანიშნულების ადგილის შესახებ, ან სხვა სახის ინფორმაციის გადაცემა, სახმელეთო მოძრაობის მართვისა და კონტროლის სისტემის მოთხოვნების შესრულების მიზნით.

2. ცვალებადი ინფორმაციის გადამცემი ნიშანი უნდა გამოიყენებოდეს იმ შემთხვევაში, როდესაც:

ა) ნიშანზე ასახული მითითება ან ინფორმაცია, აუცილებელია შესასრულებლად მხოლოდ დროის გარკვეულ პერიოდში; და/ან

ბ) სახმელეთო მოძრაობის მართვისა და კონტროლის სისტემის მოთხოვნების შესასრულებლად, აუცილებელია წინასწარ განსაზღვრული, ცვალებადი ინფორმაციის გადაცემა.

3. ნიშნებს უნდა გააჩნდეს მყიფე კონსტრუქცია. ადზ-ისა და სბ-ის სიახლოვეს ნიშნები უნდა განლაგდეს რაც შეიძლება დაბლა, რათა უზრუნველყოფილი იყოს საკმარისი დაცილება საჰაერო ხომალდის ხრახნსა და რეაქტიული ძრავას გონდოლასთან. განთავსებული ნიშნების სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-8 ცხრილში მოყვანილ მონაცემებს.

4. ნიშნებს უნდა გააჩნდეს სწორკუთხა, ჰორიზონტალურად წაგრძელებული ფორმა, როგორც ეს მოცემულია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 33-ე და 34-ე ნახაზებზე.

5. სამუშაო მოედანზე წითელი ფერი უნდა გააჩნდეს მხოლოდ იმ ნიშანს, რომელიც შეიცავს შესასრულებლად სავალდებულო ინფორმაციას.

6. ნიშნებზე წარწერა უნდა განხორციელდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის პირველი ტომის მე-4 დამატების მოთხოვნების შესაბამისად.

7. ნიშნები უნდა განათდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მე-4 დამატების მოთხოვნების შესაბამისად, თუ განკუთვნილია შემდეგ პირობებში გამოსაყენებლად:

ა) ადზ-ზე 800 მ-ზე ნაკლები ხილვადობის პირობებში; ან

ბ) აღჭურვილ ადზ-ზე ღამით; ან

გ) აღუჭურველ ადზ-ზე ღამით, კოდური აღნიშვნით 3 ან 4.

8. თუ ნიშნები გამოიყენება ღამით, აღუჭურველ ადზ-ზე 1 ან 2 კოდური აღნიშვნით, ისინი უნდა წარმოადგენდეს შუქამრეკლავს და/ან უნდა ნათდებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის პირველი ტომის მე-4 დამატებაში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად.

9. ცვალებადი ინფორმაციის შემცველი ნიშანი არ უნდა გადმოსცემდეს წარწერას, როდესაც იგი არ გამოიყენება.

10. მტყუნების შემთხვევაში, ცვალებადი ინფორმაციის შემცველი ნიშანი არ უნდა გადასცემდეს ინფორმაციას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პილოტის ან სატრანსპორტო საშუალების მძღოლის შეცდომაში შეყვანა.

11. ცვალებადი ინფორმაციის შემცველ ნიშანზე ერთი შეტყობინების მეორეთი შესაცვლელად, დროის ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს 5 წამ