1. სადგომზე საჰაერო ხომალდის მანევრირების მართვის სანათები უნდა განთავსდეს საჰაერო ხომალდის სადგომზე დაყენების გაადვილების მიზნით, რომელიც უნდა განლაგდეს ხელოვნურსაფარიან ბაქანზე ან შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების არეში და უნდა გამოიყენებოდეს შეზღუდული ხილვადობის პირობებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხ-ის სათანადო მიმართვა სადგომზე უზრუნველყოფილია სხვა საშუალებებით.

2. სადგომზე საჰაერო ხომალდის მანევრირების მართვის სანათები უნდა ემთხვეოდეს საჰაერო ხომალდის სადგომის მარკირებას.

3. სადგომზე საჰაერო ხომალდის მანევრირების მართვის სანათები, გარდა გაჩერების ადგილის აღმნიშვნელი სანათებისა, უნდა წარმოადგენდეს მუდმივი გამოსხივების, ყვითელი ფერის სანათებს, რომელიც უნდა მოჩანდეს იმ უბნის ფარგლებში, სადაც იგეგმება სხ-ის მიმართვა აღნიშნული სანათების გამოყენებით.

4. სხ-ის სადგომზე შესვლის, მობრუნების და სადგომიდან გასვლის ხაზის მოსანიშნად გამოყენებული სანათები უნდა განლაგდეს არაუმეტეს 7,5 მ-ის ინტერვალებით მრუდხაზოვან მონაკვეთზე და 15 მ-ის ინტერვალებით სწორხაზოვან მონაკვეთებზე.

5. გაჩერების ადგილის აღმნიშვნელი სანათები უნდა წარმოადგენდეს ერთი მიმართულების მქონე, მუდმივი გამოსხივების წითელი ფერის სანათებს.

6. სანათების ინტენსივობა უნდა შეესაბამებოდეს ხილვადობის და განათების იმ პირობებს, რომლის დროსაც გამოიყენება საჰაერო ხომალდის სადგომი.

7. სანათების ელექტროქსელი უნდა დაპროექტდეს ისე, რომ სანათები ჩაირთოს, როდესაც გამოიყენება სადგომი და გამოირთოს, როდესაც დაუშვებელია სადგომის გამოყენებ