1. „შესვლა აკრძალულია“ ხაზის სანათები უნდა განთავსდეს იმ სბ-ს მართობულად, რომელიც გამოიყენება მხოლოდ როგორც გამომყვანი სბ, ამ სბ-ს განუზრახავად დაკავების აღსაკვეთად.

2. „შესვლა აკრძალულია“ ხაზის სანათები უნდა განთავსდეს მხოლოდ გამომყვანი სბ-ს ბოლოში, სბ-ს მართობულად, სატრანსპორტო საშუალების ადზ-ის მიმართულებით არასწორი მოძრაობის აღსაკვეთად.

3. „შესვლა აკრძალუალია“ ხაზის სანათები უნდა შედგებოდეს ერთი მიმართულების მქონე სანათებისგან, რომელიც წითელი ფერით უნდა მიუთითებდნენ ადზ-თან მიახლოების მიმართულებას და განთავსდნენ არაუმეტეს 3 მ-ის თანაბარი ინტერვალებით.

4. „შესვლა აკრძალულია“ ხაზის სანათებს, წყვილი მიწისზედა დამატებითი სანათები უნდა დაემატოს, როდესაც პილოტისათვის ძნელია თოვლით ან წვიმის გამო დაფარული „შესვლა აკრძალულია“ ხაზის ჩაღრმავებული ტიპის სანათების შემჩნევა, ან როდესაც, სანათებთან სხ-ის ახლოს გაჩერებით, სხ-ის კონსტრუქციის გამო, პილოტისათვის შეუძლებელია „შესვლა აკძალულია“ ხაზის სანათების დანახვა.

5. „შესვლა აკრძალულია“ ხაზის სანათების წითელი სანათის ინტენსივობა და სხივის გაშლის კუთხე უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მე-2 დამატების A2-12-დან A2-16-მდე ნახაზებზე მოცემულ მოთხოვნებს.

6. როდესაც „შესვლა აკრძალულია“ ხაზის სანათები გამოიყენება, როგორც სახმელეთო მოძრაობის მართვისა და კონტროლის გაუმჯობესებული სისტემის (A-SMGCS) კომპონენტი და საჭიროა ინტენსივობის უფრო მაღალი მაჩვენებელი, ცუდი ხილვადობის ან დღის ნათელ პირობებში სახმელეთო მოძრაობის გარკვეული სიჩქარის შენარჩუნების მიზნით, „შესვლა აკრძალულია“ ხაზის წითელი ფერის სანათების ინტენსივობა და სხივის გაშლის კუთხე უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მე-2 დამატების A2-17, A2-18 ან A2-19 ნახაზზე მოცემულ ტექნიკურ მოთხოვნებს.

7. როდესაც აუცილებელია, რომ „შესვლა აკრძალულია“ ხაზის სანათების კომპლექსი უზრუნველყოფდეს სხივის ფართოდ გაშლას, წითელი ნათების ინტენსივობა და სანათების სხივის გაშლის კუთხე უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მე-2 დამატების A2-17 ან A2-19 ნახზებზე მოცემულ ტექნიკურ მოთხოვნებს.

8. „შესვლა აკრძალულია“ ხაზის სანათების ელექტროქსელი უნდა დაპროექტდეს ისე, რომ:

ა) „შესვლა აკრძალულია“ ხაზის სანათები ჩაირთოს შერჩევით ან ჯგუფებად;

ბ) „შესვლა აკრძალულია“ ხაზის სანათების ჩართვის დროს, სბ-ს ღერძულა ხაზის ნებისმიერი სანათი, რომელებიც განთავსდება „შესვლა აკრძალულია“ ხაზის სანათების უკან, ადზ-ს მიმართულებით დაკვირვებისას უნდა გამოირთოს სულ მცირე 90 მ-ის მანძილზე;

გ) „შესვლა აკრძალულია“ ხაზის სანათების ჩართვის დროს, „სდექ” ხაზის ნებისმიერი სანათი, რომელიც განთავსდება „შესვლა აკრძალულია“ ხაზის სანათებსა და ადზ-ს შორის, უნდა გამოირთო