1. შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების არის გამომყვანი სანათები უნდა განთავსდეს შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების დაშორებული არის საზღვართან, რომელიც ემიჯნება სბ-ს.

2. შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების არის გამომყვანი სანათები უნდა განლაგდეს შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების არის გამოსასვლელ საზღვართან არსებული შუალედური მოსაცდელი ადგილის მარკირების შიდა მხარეს, 0.3 მ-ის მანძილზე.

3. შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების არის გამომყვანი სანათები უნდა შედგებოდეს მუდმივი გამოსხივების, ყვითელი ფერის, ჩაღრმავებული მიმართული სანათებისაგან, რომლებიც ერთიმეორესაგან დაშორებული იქნება 6.0 მ-იანი ინტერვალებით და მიუთითებენ გამოსასვლელ საზღვრამდე მისვლის მიმართულებას და სხივის გაშლა იქნება სბ-ს ღერძულა ხაზის სანათების ანალოგიური, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 31-ე ნახაზზ