1. სბ-ს გვერდითა სანათები უნდა დამონტაჟდეს ადზ-ზე მობრუნების მოედნის საზღვარებზე, მოსაცდელი მოედანის საზღვრებზე, შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების ზონაში, ბაქანზე და ა.შ. რომელიც გამოიყენება ღამით, ასევე ღამით მიმოსვლისათვის განკუთვნილ სბ-ზე, სადაც არ არის დამონტაჟებული ღერძულა ხაზის სანათები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ოპერაციის ხასიათის გათვალისწინებით, ორიენტირება შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს ზედაპირის განათებით ან სხვა მეთოდებით. სბ-ს გვერდითა სანათების მიმართ წაყენებული მოთხოვნები თანაბრად ვრცელდება ვერტოდრომებისთვისაც.

2. სბ-ს გვერდითა სანათები უნდა დამონტაჟდეს იმ ადზ-ზე, რომელიც წარმოადგენს მიმოსვლის სტანდარტული მარშრუტის ნაწილს და განკუთვნილია ღამით მიმოსვლისთვის, როდესაც ადზ-ზე არ არის დამონტაჟებული სბ-ს ღერძულა ხაზის სანათები.

3. სბ-ს სწორხაზოვან მონაკვეთზე და ადზ-ზე სბ-ს გვერდითა სანათები, რომელიც წარმოადგენს სტანდარტული სამიმოსვლო მარშრუტის ნაწილს, უნდა განლაგდეს თანაბარი, არაუმეტეს 60 მ-ის გრძივი ინტერვალებით. სანათებს შორის ინტერვალი მოსახვევში უნდა იყოს 60 მ-ზე, მოსახვევის მკაფიო აღნიშვნისათვის.

4. სბ-ს გვერდითა სანათები, მოსაცდელ მოედანებზე, შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების ზონაში, ბაქანზე და ა.შ. უნდა განლაგდეს ერთნაირი, არაუმეტეს 60 მ-იანი გრძივი ინტერვალებით.

5. სბ-ს გვერდითა სანათები ადზ-ზე მოსაბრუნებელ მოედანზე უნდა განლაგდეს ერთნაირი, არაუმეტეს 30 მ-იანი გრძივი ინტერვალებით.

6. სბ-ს გვერდითა სანათები უნდა განლაგდეს სბ-ს, ადზ-ზე მოსაბრუნებელი მოედნის, მოსაცდელი მოედნის, შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების ზონის, ბაქნის და ადზ-ს ნაპირებთან ახლოს ან ნაპირებს მიღმა, არაუმეტეს 3 მ-ის მანძილზე.

7. სბ-ს გვერდითა სანათებს უნდა გააჩნდეს მუდმივი გამოსხივების ლურჯი ფერის ნათება. სანათი უნდა მოჩანდეს ჰორიზონტალური სიბრტყიდან მინიმუმ 750-იანი კუთხის შემაღლებიდან და ჰორიზონტალურ სიბრტყეში ყველა კუთხიდან, რაც აუცილებელია მიმოსვლის განხორციელებისას პილოტის საორიენტაციოდ ნებისმიერი მიმართულებით. გადაკვეთაზე, გამოსასვლელებზე ან მოსახვევში შეძლებისდაგვარად უნდა განხორციელდეს სანათების ეკრანირება, რათა არ მოჩანდეს იმ მიმართულებიდან, საიდანაც შესაძლოა მისი შეცდომით აღქმა.

8. სბ-ს გვერდითა სანათების სინათლის ინტესიობა 00–60 ვერტიკალური კუთხეების დიაპაზონში უნდა იყოს არანაკლებ 2 კდ-ს ტოლი და 60-დან 750-მდე დიაპაზონის ნებისმიერი ვერტიკალური კუთხეებისათვის შემთხვევაში – 0,2 კდ-ს ტოლ