1. შუალედური მოსაცდელი ადგილების სანათები უნდა განლაგდეს შუალედურ მოსაცდელ ადგილებზე, როდესაც იგი გამოიყენება ადზ-ზე 350 მ-ზე ნაკლები ხილვადობის სიშორის პირობებში, გარდა იმ შემთხვევისა, სადაც დაყენებულია „სდექ“ ხაზის სანათები.
2. შუალედური მოსაცდელი ადგილების სანათები უნდა განლაგდეს ისეთ შუალედურ მისაცდელ ადგილებთან, სადაც არ არის „სდექ“ ხაზის სანათები, რომლებიც გადმოსცემს მოძრაობის დაწყების და განახლების სავალდებულო სიგნალებს.
3. შუალედური მოსაცდელი ადგილების სანათები უნდა განლაგდეს შუალედური მოსაცდელი ადგილების მარკირების გასწვრივ, მარკირებამდე 0.3 მ მანძილზე.
4. შუალედური მოსაცდელი ადგილების სანათები უნდა შედგებოდეს ყვითელი ფერის მუდმივი გამოსხივების სამი მიმართული სანათისაგან, რომლის დანახვაც შესაძლებელი იქნება შუალედურ მოსაცდელ ადგილთან მიახლოებისას. ამასთან, სხივის გაშლის კუთხე უნდა იყოს ანალოგიური სბ-ს ღერძულა ხაზის სანათების სხივის გაშლის კუთხისა, თუ ასეთი არის გათვალისწინებული. სანათები უნდა განთავსდეს სბ-ს ღერძულა ხაზის სიმეტრიულად და მის მიმართ მართი კუთხით, ხოლო ინტერვალი ცალკეულ სანათებს შორის უნდა იყოს 1.5