1. ადზ-ს დამცავი სანათები, ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 32-ე ნახაზზე მოცემული „ა“ კონფიგურაციის მიხედვით, უნდა განთავსდეს ადზ-თან დაკავშირებული სბ-სა და ადზ-ს ყოველ გადაკვეთაზე, როდესაც ადზ გამოიყენება:
ა) 550 მ-ზე ნაკლები ხილვადობის სიშორის პირობებში, სადაც არ არის განთვსებულია „სდექ“ ხაზის სანათები; და
ბ) 550-1200 მ ხილვადობის სიშორის პირობებში, მოძრაობის მნიშვნელოვანი სიმჭიდროვის დროს.
2. ადზ-ზე არასანქცირებული შესვლის აღმკვეთი ზომების ფარგლებში, ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 32-ე ნახაზზე მოცემული „ა“ და „ბ“ კონფიგურაციის ადზ-ს დამცავი სანათები უნდა განლაგდეს იმ სბ-ს ადზ-თან გადაკვეთის იმ ადგილზე ან/და ყველა სახიფათო მონაკვეთზე, რომელიც გამოიყენება ამინდის ნებისმიერ პირობებში, დღისით და ღამით.
3. ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 32-ე ნახაზზე მოცემული „ბ“ კონფიგურაცის ადზ-ს დამცავი სანათები არ უნდა განთავსდეს „სდექ“ ხაზის სანათებთან ერთად.
4. ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 32-ე ნახაზზე მოცემული „ა“ კონფიგურაციის ადზ-ს დამცავი სანათები უნდა განლაგდეს სბ-ს ორივე მხარეს, ადზ-ს ღერძულა ხაზიდან არანაკლებ ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-4 ცხრილში მითითებული მანძილისა, ასაფრენად განკუთვნილი ადზ-სთვის.
5. ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 32-ე ნახაზზე მოცემული „ბ“ კონფიგურაციის ადზ-ს დამცავი სანათები უნდა განლაგდეს სბ-ზე განივად, ადზ-ს ღერძულა ხაზიდან არანაკლებ ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-4 ცხრილში მითითებული მანძილისა, ასაფრენად განკუთვნილი ადზ-თვის.
6. ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 32-ე ნახაზზე მოცემული „ა“კონფიგურაციის ადზ-ს დამცავი სანათები უნდა შედგებოდეს ორი წყვილი ყვითელი ფერის სანათისგან.
7. ჩართულ და გამორთულ მდგომარეობაში მყოფ, ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 32-ე ნახაზზე მოცემული „ა“ კონფიგურაციის ადზ-ს დამცავი სანათების კონტრასტულობის გაძლიერებისათვის დღისით გამოსაყენებელ თითოეულ სანათზე უნდა დამონტაჟდეს საკმარისი ზომების ეკრანი, რათა არ მოხდეს სანათის ლინზაზე მზის სხივის არეკვლა და ამასთანავე არ გამოიწვიოს სანათების სისტემის ფუნქციონირების დარღვევა.
8. ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 32-ე ნახაზზე მოცემული „ბ“ კონფიგურაციის ადზ-ს დამცავ სანათებს უნდა გააჩნდეს ყვითელი ფერის ნათება და უნდა განლაგდეს სბ-ს სიგანეზე, 3 მ-იანი ინტერვალებით.
9. ადზ-ს დამცავი სანათების სინათლის სხივს უნდა გააჩნდეს ერთი მიმართულება და ხედავდეს პილოტი, რდესაც სხ მოძრაობს მოსაცდელი ადგილისაკენ.
10. ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 32-ე ნახაზზე მოცემული „ა“ კონფიგურაციის ადზ-ს დამცავი სანათების ყვითელი ფერის ნათების ინტენსივობა და სხივის გაშლის კუთხე უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მე-2 დამატების A2-24 ნახზზე ნახაზზე მოცემულ მოთხოვნებს.
11. როდესაც ადზ-ს დამცავი სანათები გამოიყენება დღისით, ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 32-ე ნახაზზე მოცემული „ა“ კონფიგურაციის სანათის ყვითელი ფერის ნათების ინტენსივობა და სხივის განშლის კუთხე უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მე-2 დამატების 2-ის A2-25 ნახზზე მოცემულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
12. როდესაც ადზ-ს დამცავი სანათები გამოიყენება როგორც, სახმელეთო მოძრაობის მართვისა და კონტროლის გაუმჯობესებული სისტემის კომპონენტი (A-SMGCS) და საჭიროა ინტენსივობის უფრო მაღალი მაჩვენებელი, ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 32-ე ნახაზზე მოცემული „ა“ კონფიგურაციის სანათის ყვითელი ფერის ნათების ინტენსივობა და სხივის გაშლის კუთხე უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მე-2 დამატების A2-25 ნახაზზე მოცემულ მოთხოვნებს.
13. ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 32-ე ნახაზზე მოცემული „ბ“ კონფიგურაციის სანათების ყვითელი ფერის ნათების ინტენსივობა და სხივის გაშლის კუთხე უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მე-2 დამატება 2-ის A2-12 ნახაზზე მოცემულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
14. როდესაც ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 32-ე ნახაზზე მოცემული „ბ“ კონფიგურაციის ადზ-ს დამცავი სანათები გამოიყენება დღისით, ყვითელი ფერის ნათების ინტენსივობა და სხივის გაშლის კუთხე უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მე-2 დამატების A2-20 ნახზზე მოცემულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
15. როდესაც ადზ-ს დამცავი სანათები გამოიყენება როგორც სახმელეთო მოძრაობის მართვისა და კონტროლის გაუმჯობესებული სისტემის კომპონენტი (A-SMGCS) და საჭიროა ინტენსივობის უფრო მაღალი მაჩვენებელი, ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 32-ე ნახაზზე მოცემული „ბ“ კონფიგურაციის ყვითელი სანათის ინტენსივობა და სხივის გაშლის კუთხე უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მე-2 დამატების A2-20 ნახზზე მოცემულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
16. ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 32-ე ნახაზზე მოცემული „ა“ კონფიგურაციის ადზ-ს დამცავი სანათები ყოველ ბლოკში, უნდა ციმციმებდნენ მონაცვლეობით.
17. ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 32-ე ნახაზზე მოცემული „ბ“ კონფიგურაციის ადზ-ს დამცავი სანათების განაპირა სანათები უნდა ციმციმებდენ მონაცვლეობით, ხოლო ყოველი მეორე სანათი ინთებოდეს ერთდროულად.
18. ადზ-ს დამცავი სანათები უნდა ციმციმებდენ მონაცვლეობით და ახორციელებდენ 30-60 გაკრთომას წუთში, უქმ და მუშა იმპულსებს უნდა გააჩნდეთ თანაბარი ხანგრძლივობა და საპირისპირო ფაზ