1. ტელესკოპურ ტრაპთან ვიზუალური შეპირაპირების გაუმჯობესებული სისტემა უზრუნველყოფილი უნდა იყოს იმ შემთხვევაში, როდესაც საექსპლუატაციო მოსაზრებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება სხ-ის სწორი ტიპის დადასტურება, რომლის მიმართვაც განხორციელდება და/ან მიეთითება გამოყენებული სადგომის ღერძულა ხაზი, როდესაც გაითვალისწინება სხ-ის ერთზე მეტი სადგომი.

2. ტელესკოპურ ტრაპთან ვიზუალური შეპირაპირების გაუმჯობესებული სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს ყველა ტიპის სხ-ს მომსახურებას, რომელთათვისაც განკუთვნილი იქნება სხ-ის სადგომი.

3. ტელესკოპურ ტრაპთან ვიზუალური შეპირაპირების გაუმჯობესებული სისტემის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც განსაზღვრულია მისი საექსპლუატაციო მახასიათებლები და პირობები, როგორიცაა ამინდი, ხილვადობა, გარემომცველი განათება დღისით და ღამით, რათა სინათლის ამრეკლავმა ბლოკებმა და მის შემოგარენში სინათლის სხვა წყაროებმა არ გააუარესოს სისტემის მიერ გაცემული ვიზუალური ინფორმაციის სიცხადე და შესამჩნეობა.

4. სხ-ს სადგომზე, ტელესკოპურ ტრაპთან ვიზუალური შეპირაპირების გაუმჯობესებული სისტემის მიერ გაცემული მიმართვის ინფორმაცია, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ტელესკოპური ტრაპის ვიზუალური შეპირაპირების ჩვეულებრივი სისტემის ინფორმაციას, როდესაც გამოიყენება ორივე სისტემა. აუცილებელია მოხდეს A-VDGS სისტემის ექსპლუატაციაში არარსებობის ან გაუმართაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

5. ტელესკოპურ ტრაპთან ვიზუალური შეპირაპირების გაუმჯობესებული სისტემა უნდა განთავსდეს ისე, რომ უწყვეტი და ცალსახა მითითებები წარედგინოს შეპირაპირებაზე პასუხისმგებელ პირს მანევრირების პროცესში შეპირაპირებისას და პირებს, რომლებიც ეხმარებიან საჰაერო ხომალდს შეპირაპირებაში.

6. მანევრირების შესაბამის ეტაპზე შეპირაპირებისას მიმართვის უზრუნველსაყოფად, ტელესკოპურ ტრაპთან ვიზუალური შეპირაპირების გაუმჯობესებული სისტემა უნდა გადმოსცემდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მითითებას ავარიული ვითარების შესახებ;

ბ) საჰაერო ხომალდის ტიპსა და მოდელს, რომლის მიმართვაც ხორციელდება;

გ) სხ-ის სადგომის ღერძულა ხაზის მიმართ სხ-ის გვერდით წანაცვლების მითითებას;

დ) აზიმუტური კორექციის მიმართულებას, რაც აუცილებელია სხ-ის სადგომის ღერძულა ხაზის მიმართ წანაცვლების აღმოსაფხვრელად;

ე) სხ-ის გაჩერების ადგილამდე მანძილის ასახვას;

ვ) მითითებას იმაზე, რომ სხ-მა მიაღწია გაჩერების სწორ ადგილს;

ზ) გამაფრთხილებელი მითითებას მასზედ, რომ სხ სცილდება შესაბამისი სადგომის საზღვრებს.

7. ტელესკოპურ ტრაპთან ვიზუალური შეპირაპირების გაუმჯობესებულ სისტემას უნდა შეეძლოს სხ-ის ყველა სამიმოსვლო სიჩქარეზე შეპირაპირებისას უზრუნველყოს მიმმართველი ინფორმაციის გადაცემა.

8. ტელესკოპურ ტრაპთან ვიზუალური შეპირაპირების გაუმჯობესებულ სისტემაში, დრო რომელიც საჭიროა სხ-ის გვერდითი წანაცვლების განსაზღვრისათვის მისი დადგენიდან ასახვამდე, ჩვეულ საექსპლუატაციო პირობებში არ უნდა იწვევდეს სხ-ის გადახრას 1 მ-ზე მეტი მანძილით.

9. ტელესკოპურ ტრაპთან ვიზუალური შეპირაპირების გაუმჯობესებული სისტემისათვის, სადგომის ღერძულა ხაზიდან საჰაერო ხომალდის გადახრის შესახებ ინფორმაცია და მანძილი გაჩერების ადგილამდე, უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-7 ცხრილში მითითებულ სიზუსტეს.

10. ტელესკოპურ ტრაპთან ვიზუალური შეპირაპირების გაუმჯობესებულ სისტემასთან მიმართვის შესახებ ინფორმაციის ასახვისათვის გამოყენებული პირობითი აღნიშვნები და გრაფიკული მონაცემები მკაფიო წარმოდგენას უნდა იძლეოდეს წარდგენილი ინფორმაციის სიმბოლური ტიპის შესახებ.

11. სადგომის ღერძულა ხაზიდან სხ-ის გვერდით წანაცვლების შესახებ, ტელესკოპურ ტრაპთან ვიზუალური შეპირაპირების გაუმჯობესებული სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს სხ-ის პილოტისათვის ინფორმაციის მიწოდებას სხ-ის გაჩერების ადგილამდე სულ მცირე 25 მ-ის მანძილზე.

12. სხ-ის გაჩერების ადგილთან მიახლოებისას, მიმდინარე მანძილი და მიახლოების სიჩქარე უნდა გაიცემოდეს გაჩერების ადგილამდე სულ მცირე 15 მ მანძილზე.

13. სხ-ის გაჩერების ადგილამდე ციფრებში გამოსახული მიახლოების მანძილი უნდა აისახოს მთელი რიცხვებით, ხოლო გაჩერების ადგილამდე, სულ მცირე, 3 მ მანძილზე – ერთ მეათედამდე სიზუსტით.

14. ტელესკოპურ ტრაპთან ვიზუალური შეპირაპირების გაუმჯობესებულ სისტემა უნდა მოიცავდეს სხ-ის მანევრირების პროცესში შეპირაპირებისას „დაუყოვნებელი გაჩერების“ აუცილებლობის ასახვის მეთოდს და აღნიშნულის დროს არ უნდა გადაიცემოდეს არანაირი სხვა ინფორმაცია.

15. შეპირაპირების პროცედურების „დაუყოვნებლივი შეწყვეტის“ შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს სადგომზე ექსპლუატაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პერსონალს.

16. შეპირაპირებისას მანევრის დაუყოვნებელი შეწყვეტის აუცილებლობის შემთხვევაში წითელი ასოებით უნდა გამოისახებოდეს სიტყვა „სდექ“ (STOP