1. ადზ-ს სტატუსის სანათები უნდა მოიცავდეს ორ საბაზისო ვიზუალურ კომპონენტს: ადზ-ს შემსვლელ სანათებს (REL) და აფრენის მოლოდინის სანათებს (THL), რომელთაგან ყოველი შეიძლება განლაგდეს ცალ-ცალკე ან ეს ორი კომპონენტი შესაძლებელია იყოს ერთმანეთის დამატება.
2. როდესაც გამოიყენება REL-სანათები, ისინი უნდა განლაგდეს სბ-ს ღერძულა ხაზის მიმართ 0,6 მ-ის წანაცვლებით, სბ-ს ღერძულა ხაზის სანათების საწინააღმდეგო მხარეს, დაწყებული ადზ-თან, მოსაცდელი ადგილიდან 0,6 მ მანძილიდან ადზ-ს ნაპირამდე. დამატებითი ცალკეული სანათი უნდა განთავსდეს ადზ-ს ღერძულა ხაზიდან 0,6 მ-ის მანძილზე, სბ-ს REL-სანათების ბოლო ორ სანათთან ერთ ხაზზე.
3. REL-სანათების შემადგენლობაში უნდა შედიოდეს ხუთი სანათი, რომელთა შორის გრძივი ინტერვალი, სბ-ს სიგრძეზე დამოკიდებულებით, უნდა იყოს არანაკლებ 3.8 მ და არაუმეტეს 15.2 მ, გარდა ადზ-ს ღერძულა ხაზის სიახლოვეს განთავსებული ცალკეული სანათისა.
4. როდესაც გამოიყენება THL-სანათები, ისინი უნდა განლაგდეს წყვილად ადზ-ს ღერძულა ხაზის სანათების ორივე მხარეს, 1.8 მ-ის წანაცვლებით, დაწყებული წერტილიდან, რომელიც მდებარეობს ადზ-ს დასაწყისიდან 115 მ მანძილზე და შემდეგ უნდა განთავსდეს ყოველ 30 მ-ში, არანაკლებ 450 მ-ის მანძილზე.
5. როდესაც გამოიყენება REL-სანათები, იგი უნდა შედგებოდეს მუდმივი გამოსხივების ჩაღრმავებული ტიპის სანათების ერთი ხაზისგან, რომელსაც უნდა გააჩნდეს წითელი ფერის ნათება იმ საჰაერო ხომალდის მიმართულებით, რომელიც ახორციელებს ადზ-ზე დასაფრენად შესვლას.
6. სბ-ს და ადზ-ს ყოველი გადაკვეთის ადგილებში განთავსებული REL-სანათების ჩართვა უნდა ხორციელდებოდეს არანაკლებ 2 წმ-ში, სისტემის მიერ გაფრთხილების შეტყობინების აუცილებლობის განსაზღვრიდან.
7. REL-სანათების ინტენსივობა და სხივის გაშლის კუთხე უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მე-2 დამატების A2-12 და A2-14 ნახაზებზე მოცემულ მოთხოვნებს.
8. როდესაც გამოიყენება THL-სანათები, იგი უნდა შედგებოდეს მუდმივი გამოსხივების ჩაღრმავებული ტიპის სანათების ორი რიგისგან, რომელიც უნდა ასხივებდეს წითელი ფერის ნათებას, ადზ-დან ამფრენი საჰაერო ხომალდის მიმართულებით.
9. ადზ-ზე THL-სანათების ჩართვა უნდა ხორციელდებოდეს არანაკლებ 2 წმ-ში, სისტემის მიერ გაფრთხილების შეტყობინების აუცილებლობის განსაზღვრიდან.
10. REL-სანათების ინტენსივობა და სხივის გაშლის კუთხე უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მე-2 დამატების A2-26 ნახზზე მოცემულ მოთხოვნებს.
11. REL და THL სანათების ავტომატიზაციის ხარისხი უნდა იყოს ისეთი, რომ ყოველი სისტემის მართვის შესაძლებლობა შემოიფარგლოს ერთი ან ორივე სისტემის გათიშვი