1. „სდექ“ ხაზის სანათი უნდა განთავსდეს ადზ-თან ყოველი მოცდის ადგილას, თუ ადზ გამოიყენება ადზ-ზე 350 მ-ზე ნაკლები ხილვადობის სიშორის პირობებში, გარდა იმ შემთხვევების, როდესაც:

ა) არსებობს ადზ-ზე არასანქცირებული შესვლის აღკვეთის შესაბამისი საშუალებები და პროცედურები; ან

ბ) ადზ-ზე 550 მ-ზე ნაკლები ხილვადობის სიშორის პირობებში, შეიზღუდება:

ბ.ა) სამანევრო მოედნის ფარგლებში, დროის ნებისმიერ მომენტისათვის საჰაერო ხომალდების რიცხვი ერთამდე;

ბ.ბ) სამანევრო მოედნის ფარგლებში არსებული სატრანსპორტო საშუალებების რიცხვი დასაშვებ მინიმუმამდე.

2. „სდექ“ ხაზის სანათი უნდა განთავსდეს ადზ-თან ყოველი მოცდის ადგილას, თუ ადზ გამოიყენება ადზ-ზე 350 მ-დან 550 მ-მდე ხილვადობის სიშორის პირობებში, გარდა იმ შემთხვევების, როდესაც:

ა) არსებობს ადზ-ზე არასანქცირებული შესვლის აღკვეთის შესაბამისი საშუალებები და პროცედურები; ან

ბ) ადზ-ზე 550 მ-ზე ნაკლები ხილვადობის სიშორის პირობებში იზღუდება:

ბ.ა) სამანევრო მოედნის ფარგლებში, დროის ნებისმიერ მომენტში საჰაერო ხომალდების რიცხვი ერთამდე;

ბ.ბ) სამანევრო მოედნის ფარგლებში არსებული სატრანსპორტო საშუალებების რიცხვი – დასაშვებ მინიმუმამდე.

3. როდესაც სბ-ს ადზ-თან გადაკვეთის ადგილებში არსებობს ერთზე მეტი „სდექ“ ხაზის სანათი, დროის კონკრეტულ მომენტში უნდა ჩაირთოს მხოლოდ ერთი სანათი.

4. შუალედური მოცდის ადგილებში „სდექ“ ხაზის სანათი უნდა განთავსდეს, როდესაც აუცილებელია, რომ მარკირებას დაემატოს სანათი და მოძრაობის მართვა განხორციელდეს ვიზუალური საშუალებებით.

5. „სდექ“ ხაზის სანათები უნდა განლაგდეს სბ-ს სიგანეზე იმ ადგილებში, სადაც აუცილებელია მოძრაობის შეჩერება. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი სანათების დაყენების შემთხვევაში აღნიშნული სანათები უნდა განლაგდეს სბ-ს გვერდითა კიდიდან არანაკლებ 3 მ-ის მანძილზე.

6. „სდექ“ ხაზის სანათები უნდა შედგებოდეს სბ-ს სიგანეზე, არაუმეტეს 3 მ-ის თანაბარი ინტერვალებით განთავსებული სანათებისგან, რომლებიც უნდა ასხივებდნენ წითელი ფერის ნათებას ადზ-ს გადაკვეთის ან მოსაცდელ ადგილთან მიახლოების მიმართულებით.

7. „სდექ“ ხაზის სანათებს, წყვილი მიწისზედა დამატებითი სანათები უნდა დაემატოს, როდესაც პილოტისათვის ძნელია თოვლით ან წვიმის გამო დაფარული „სდექ“ ხაზის ჩაღრმავებული ტიპის სანათების შემჩნევა, ან როდესაც, სანათებთან სხ-ის ახლოს გაჩერებით, სხ-ის კონსტრუქციის გამო, პილოტისათვის შეუძლებელია „სდექ“ ხაზის სანათების დანახვა.

8. ადზ-თან მოსაცდელ ადგილას განთავსებულ „სდექ“ ხაზის სანათებს უნდა გააჩნდეს ერთი მიმართულება და წითელი ფერის ნათება ადზ-თან მიახლოების მიმართულებას.

9. როდესაც აუცილებელია ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი სანათების განთავსება, მათ უნდა გააჩნდეთ ისეთივე მახასიათებლები, როგორიც „სდექ“ ხაზის ნებისმიერ სანათს, მაგრამ უნდა მოჩანდნენ საჰაერო ხომალდის „სდექ“ ხაზთან მიახლოებამდე.

10. „სდექ“ ხაზის წითელი ნათების ინტენსივობა და სანათების სხივის გაშლის კუთხე უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მე-2 დამატების A2-12-დან A2-16-მდე ნახზებზე მოცემულ მოთხოვნებს.

11. როდესაც „სდექ“ ხაზის სანათები გამოიყენება როგორც სახმელეთო მოძრაობის მართვისა და კონტროლის სისტემის სრულყოფის კომპონენტები და საექსპლუატაციო თვალსაზრისით, ცუდი ხილვადობის პირობებში ან დღის ნათელ პერიოდში განსაზღვრული სიჩქარის შესანარჩუნებლად საჭიროა ინტენსივობის უფრო მაღალი მაჩვენებელი, წითელი სანათების ინტენსივობა და „სდექ“ ხაზის სანათების სხივის გაშლის კუთხე უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მე-2 დამატების A2-17, A2-18 ან A2-19 ნახაზებზე მოცემულ მოთხოვნებს.

12. როდესაც აუცილებელია, რომ „სდექ“ ხაზის სანათების კომპლექსი უზრუნველყოფდეს სხივის ფართოდ გაშლას, წითელი ნათების ინტენსივობა და „სდექ“ ხაზის სანათების სხივის გაშლის კუთხე უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მე-2 დამატების A2-17 ან A2-19 ნახზებზე მოცემულ მოთხოვნებს.

13. „სდექ“ ხაზის სანათებისათვის ელექტროქსელი უნდა დაპროექტდეს ისე, რომ:

ა) სბ-ს სიგანეზე განლაგებული „სდექ“ ხაზის სანათები ჩაირთოს შერჩევით;

ბ) მხოლოდ გასასვლელად განკუთვნილი სბ-ს სიგანეზე განლაგებული „სდექ“ ხაზის სანათები ჩაირთოს შერჩევით ან ჯგუფებად;

გ) „სდექ“ ხაზის ჩართული სანათების შემთხვევაში, სბ-ს ღერძულა ხაზის ნებისმიერი სანათი, რომლებიც განთავსებულია „სდექ“ ხაზის სანათების უკან, გამოირთოს, სულ მცირე 90 მ-ის მანძილზე;

დ) „სდექ“ ხაზის სანათების ბლოკირება მოხდეს სბ-ს ღერძულა ხაზის სანათებთან ისე, რომ სბ-ს ღერძული ხაზის სანათების ჩართვისას, რომლებიც განთავსებულია “სდექ” ხაზის სანათების მიღმა, „სდექ“ ხაზის სანათები გამოირთოს და პირიქი