1. სატრანსპორტო მოძრაობის მარშრუტზე მოცდის პუნქტის ნიშანი უნდა განთავსდეს სატრანსპორტო მოძრაობის მარშრუტზე, ადზ-ზე ყოველ გასასვლელთან.

2. სატრანსპორტო მოძრაობის მარშრუტზე მოცდის პუნქტის ნიშანი უნდა განთავსდეს 1.5 მ-ის მანძილზე, მოცდის პუნქტთან, მოძრაობის მარშრუტის ერთ-ერთი მხრიდან (მარცხნიდან ან მარჯვნიდან).

3. სატრანსპორტო მოძრაობის მარშრუტზე მოცდის პუნქტი აღინიშნება წითელ ფონზე თეთრი ფერის წარწერით.

4. სატრანსპორტო მოძრაობის მარშრუტზე მოცდის პუნქტის ნიშანზე წარწერა უნდა შეესაბამებოდეს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მოწესრიგების წესებს, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მოთხოვნას გაჩერებაზე; და

ბ) შესაბამის შემთხვევებში:

ბ.ა) მოთხოვნას საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურის ნებართვის მიღებაზე; და

ბ.ბ) ადგილმდებარეობის პირობითი აღნიშვნას.

5. სატრანსპორტო მოძრაობის მარშრუტზე მოცდის პუნქტის ნიშანს, რომელიც გამოიყენება ღამით, უნდა გააჩნდეს შუქამრეკლი საფარი ან უნდა ნათდებოდე