1. აეროდრომი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემოღობვით ან სხვა შესაფერისი ბარიერით, სამუშაო მოედანზე ცხოველის შეღწევის აღსაკვეთდ, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საჰაერო ხომალდების ფრენების უსაფრთხოებას.
2. აეროდრომი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემოღობვით ან სხვა შესაფერისი ბარიერით, საზოგადოებისათვის დახურულ ზონებში უცხო პირების უნებლიე ან განზრახ შეღწევის აღკვეთის მიზნით.
3. აეროდრომის ფარგლებს გარეთ, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი სახმელეთო დანადგარების და აღჭურვილობის განლაგების ადგილებში უნდა მოხდეს უცხო პირების უნებლიე ან განზრახ შეღწევის აღკვეთა.
4. შემოღობვა ან ბარიერი უნდა განთავსდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებისთვის ღია ზონების გამოყოფა სამუშაო მოედნის და აეროდრომზე არსებული დანადგარების და სხვა არეებისგან, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ექსპლუატაციის თვალსაზრისით.
5. შემოღობვის ან ბარიერის ორივე მხარეს საავიაციო უშიშროების ზომების გაძლიერებისათვის, საჭიროა თავისუფალი სივრცის უზრუნველყოფა, რაც გაადვილებს დაცვის თანამშრომლების პატრულირებას და გაართულებს უცხო პირის მიერ ბარიერის გადალახვას. აეროდრომის შემოღობვის შიგნით უნდა მოეწყოს პერიმეტრული გზა, რომლითაც ისარგებლებენ როგორც ტექნიკური პერსონალი, ისე უშიშროების სამსახურის თანამშრომლებ