1. აეროდრომის ექსპლუატანტი შეიმუშავებს სამუშაო მოედნიდან ან მისი მიმდებარე ტერიტორიიდან მოძრაობის უნარდაკარგული საჰაერო ხომალდის გაყვანის გეგმას და უზრუნველყოფს აღნიშნული გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი კოორდინატორის დანიშვნას.
2. მოძრაობის უნარდაკარგული საჰაერო ხომალდის გაყვანის გეგმა უნდა ეფუძნებოდეს იმ ტიპის სხ-ის მახასიათებლებს, რომლებიც ძირითადად გამოიყენებენ აეროდრომს. გეგმა დამატებით უნდა მოიცავდეს შემდეგს:
ა) აეროდრომზე ან მის უშუალო სიახლოვეს, მოძრაობის უნარდაკარგული საჰაერო ხომალდის გაყვანისათვის არსებული მოწყობილობების და პერსონალის ჩამონათვალს;
ბ) სხვა აეროდრომებიდან, საევაკუაციო-აღდგენითი აღჭურვილობის კომპლექტების სწრაფად მიღების ღონისძიებებ