1. ადზ-ზე, რომელიც გამოიყენება 550 მ-ზე ნაკლები ხილვადობის პირობებში, კვების წყაროს ელექტრო-სისტემები, შუქტექნიკური და შუქსასიგნალო სისტემების საკონტროლო მოწყობილობები, რომელიც მოცემულია ამ რეგლამენტის პირველი დანართის მე-9 ცხრილში, უნდა დაპროექტდეს ისე, რომ რომელიმე მოწყობილობის მტყუნებისას პილოტმა არ დაკარგოს ვიზუალური კონტაქტი ორიენტირებთან და არ მიიღოს მცდარი ინფორმაცია.

2. აეროდრომზე, სადაც სათადარიგო ელექტროკვების წყარო უზრუნველყოფილია დუბლირებული ფიდერების მეშვეობით, ასეთი წყაროები უნდა იყოს განცალკევებული როგორც ფიზიკურად, ისე ელექტრულად, რათა უზრუნველყოფილი იყოს მზადყოფნის და დამოუკიდებლობის სათანადო დონე.

3. როდესაც ადზ წარმოადგენს მიმოსვლის სტანდარტული მარშრუტის ნაწილს, ადზ და სბ უზრუნველყოფილია შუქსასიგნალო სისტემებით, აღნიშნული სისტემები უნდა იყოს ურთიერთჩამკეტი, რათა გამოირიცხოს ორივე შუქსასიგნალო სისტემის ერთდროული გამოყენებ