1. თუ ადზ-ს ზღურბლის წინ არსებული ხელოვნური საფარი გამოუსადეგარია საჰაერო ხომალდების ჩვეული მოძრაობისათვის და ამ უბნის სიგრძე აღემატება 60 მ-ს, მაშინ მის მთელ სიგრძეზე უნდა დაიტანოს „შევრონის“ ტიპის მარკირება.

2. „შევრონის“ ტიპის მარკირება უნდა განხორციელდეს ისე, რომ კუთხე მიმართული იყოს ადზ-სკენ, როგორც ეს ნაჩვენებია ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 38-ე ნახაზზე.

3. „შევრონის“ ტიპის მარკირებას უნდა გააჩნდეს ყვითელი ფერი, იყოს კონტრასტული ადზ-ს მარკირების მიმართ და მისი სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 0,9