1. დახურვის მარკირება დაიტანება ადზ-ზე, სბ-ზე ან მათ ცალკეულ მონაკვეთებზე, რომლებიც მუდმივად დახურულია ყველა ტიპის საჰაერო ხომალდის სამოძრაოდ.

2. დახურვის მარკირება დაიტანება დროებით დახურულ ადზ-ზე, სბ-ზე ან მათ ცალკეულ მონაკვეთებზე, გარდა შემთხვევისა, როდესაც დახურვის პერიოდი არის მცირე და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს მიერ განხორციელდება სათანადო გაფრთხილების გაცემა.

3. ადზ-ს დახურვის მარკირება დაიტანება ადზ-ს ორივე ბოლოში ან მისი ცალკეული, დახურული მონაკვეთის ორივე ბოლოში და დამატებითი მარკირება უნდა განხორციელდეს ისე, რომ მაქსიმალური მანძილი ნიშნებს შორის არ აღემატებოდეს 300 მ-ს. სამიმოსვლო ბილიკის დახურვის მარკირება უნდა განხორციელდეს სბ-ს ორივე ბოლოში ან მისი ცალკეული, დახურული მონაკვეთის ორივე ბოლოში.

4. ადზ-ს დახურვის აღმნიშვნელი მარკირების ფორმა და ზომები უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 38-ე ნახაზის „პოზიცია ა“-ზე მოცემულ მაჩვენებლებს, ხოლო სბ-ს დახურვის აღმნიშვნელი მარკირების ფორმა და ზომები – ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 38-ე ნახაზის „პოზიცია ბ“-ზე მოცემულ მაჩვენებლებს. ადზ-ს დახურვის მარკირებას უნდა გააჩნდეს თეთრი ფერი, ხოლო სბ-ს მარკირებას – ყვითელი ფერი.

5. სამოძრაოდ მუდმივად დახურული ადზ-ს, სბ-ს ან მათი ცალკეული უბნების შემთხვევაში, არსებული მარკირება უნდა იქნეს მოცილებული.

6. სამოძრაოდ დახურული ადზ-ს, სბ-ს ან მისი ცალკეული უბნების შუქსასიგნალო საშუალებები უნდა იქნეს გამორთული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ჩართვა აუცილებელია ტექნიკური მომსახურების უზრუნველსაყოფად.

7. როდესაც სამოძრაოდ დახურული ადზ, სბ ან მისი ცალკეული უბნები კვეთენ მოქმედ ადზ-ს ან სბ-ს, რომელიც გამოიყენება ღამით, დახურვის აღმნიშვნელ ნიშნებს უნდა დაემატოს სანათები, რომლებიც უნდა განთავსდეს დაკეტილი არის შესასვლელში განივად, არაუმეტეს 3 მ-ის ინტერვალები