1. საზღვრების მომნიშვნელები უნდა განთავსდეს იმ აეროდრომებზე, სადაც დასაფრენ მოედანს არ გააჩნია ადზ.

2. საზღვრების მომნიშვნელები უნდა განთავსდეს დასაფრენი მოედნის საზღვრის გასწვრივ, არაუმეტეს 200 მ-ის ინტერვალით, როდესაც გამოიყენება ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 37-ე ნახაზზე მოცემული ტიპის მომნიშვნელები ან დაახლოებით 90 მ, თუ გამოიყენება კონუსური ტიპის მომნიშვნელები, რომლებიც უნდა განთავსდეს დასაფრენი მოედნის კუთხეებში.

3. საზღვრების მომნიშვნელებს უნდა გააჩნდეს ამ რეგლამენტის მე-2 დანართის 37-ე ნახაზზე მოცემული ფორმა ან კონუსური ფორმა, არანაკლებ 50 სმ სიმაღლით და არანაკლებ 75 სმ დიამეტრით. მომნიშვნელები უნდა შეიღებოს გარემოსთან კონტრასტული ფერით. როდესაც გამოიყენება ერთი ფერი, მომნიშვნელს უნდა გააჩნდეს ნარინჯისფერი ან წითელი ფერი, როდესაც გამოიყენება ორი კონტრასტული ფერი, მომნიშვნელს უნდა გააჩნდეს: ნარინჯისფერი და თეთრი ან წითელი და თეთრი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული ფერები ერწყმიან გარემოს.

თავი V. დროებით ან მუდმივად შეზღუდული არეების აღმნიშვნელი ვიზუალური საშუალებე