1. გამოსაყენებლად გამოუსადეგარი არეების ნიშანდება უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევაში, როდესაც სბ-ს, ბაქანის ან მოსაცდელი მოედნის რომელიმე მონაკვეთი გამოუსადეგარია სხ-ის გადასაადგილებლად და არსებობს ამ არეების უსაფრთხო შემოვლის შესაძლებლობა. სამუშაო მოედნის გამოუსადეგარი არეები ღამის საათებში უნდა მოინიშნოს სანათებით.
2. გამოსაყენებლად გამოუსადეგარი არეების ნიშანდება არ უნდა განხორციელდეს ადზ-ზე, როდესაც გამოუსადეგარია მისი რომელიმე ნაწილი და სბ-ზე, როდესაც გამოუსადეგარი მისი სიგანის მნიშვნელოვანი ნაწილი. ასეთ შემთხვევებში ადზ ან სბ უნდა დაიხუროს.
3. გამოსაყენებლად გამოუსადეგარი არეების მომნიშვნელები და სანათები უნდა განთავსდეს ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს, რათა შემოისაზღვროს გამოუსადეგარი არე.
4. გამოსაყენებლად გამოუსადეგარი არეების მომნიშვნელებად გამოყენებული უნდა იქნეს ალმები, კონუსები ან მომნიშვნელი ფარები.
5. გამოსაყენებლად გამოუსადეგარი არეების მომნიშვნელ სანათებს უნდა გააჩნდეთ მუდმივი გამოსხივების წითელი ფერის ნათება. გამოსაყენებლად გამოუსადეგარი არეების მომნიშვნელ სანათებს, გარემომცველი სანათებისა და საერთო განათების ფონზე გამოსარჩევად უნდა ჰქონდეთ არანაკლებ 10 კდ ინტენსივობა.
6. გამოსაყენებლად გამოუსადეგარი არეების მომნიშვნელი კონუსის სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 0,5 მ, კონუსს უნდა გააჩნდეს წითელი, ნარინჯისფერი ან ყვითელი ფერი ან ნებისმიერი ამ ფერის თეთრთან კომბინაცია.
7. გამოსაყენებლად გამოუსადეგარი არეების მომნიშვნელ ალამს უნდა გააჩნდეს კვადრატის ფორმა, რომლის გვერდის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 0,5 მ და შეღებილი იყოს წითელი, ნარინჯისფერი ან ყვითელი ფერით, ან ნებისმიერი ამ ფერის თეთრთან შეხამებით.
8. გამოსაყენებლად გამოუსადეგარი არეების მომნიშვნელი ფარების სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 0,5 მ, სიგრძე არანაკლებ 0,9 მ და შეღებილი უნდა იყოს წითელი და თეთრი ფერის ან ნარინჯისფერი და თეთრი ფერის მონაცვლეობითი, ვერტიკალური ზოლებით.